„ხელისუფლებამ პოლიტიკური ქულების დაწერა სცადა პირველი ტალღის დროს და ილუზია შექმნა, რომ ჯანდაცვის სექტორი კოვიდს მართავდა“- ზურაბ გურული

„ხელისუფლებამ პოლიტიკური ქულების დაწერა სცადა პირველი ტალღის დროს და ილუზია შექმნა, რომ ჯანდაცვის სექტორი კოვიდს მართავდა“- ზურაბ გურული

access_time2020-11-28 10:00:55

მოემზადა თუ არა სათანადოდ საქართველოს ჯანდაცვა ეპიდემიის სამართავად და რა ნაბიჯები უნდა გადაედგა ხელისუფლებას - ამ საკითხებზე რადიო კომერსანტთან აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული საუბრობს.


მისი განცხადებით, ხელისუფლება საზოგადოებას გულწრფელად უნდა ესაუბრებოდეს ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობებზე.


„საავადმყოფოებში არის ადგილი, მთავარია მოძებნო ვინმე, ვინც ამ ადგილს გიშოვის - როდესაც ასეთი მესიჯი იგზავნება ბუნებრივია,რომ ფსიქოლოგიური მომენტია და უკვე პანიკაა საზოგადოებაში. იგივე ხდებოდა ამერიკაშიც. ადამიანები იმასაც კი ამბობდნენ, რომ ჯობია დროზე გახდე ავად და მოხვდე კლინიკაში,სანამ ადგილებია, ვიდრე მერე,როცა ყველა ადგილი გადაივსებაო.


საზოგადოებაში არ იქნა გაგზავნილი სწორი მესიჯები. იმის შესახებ, პირველ რიგში, თუ როგორ უნდა მართულიყო სახლში კოვიდი ? რა იყო ის კრიტერიუმები,რომლისთვისაც ადამიანს დროულად უნდა მიექცია ყურადღება და მიემართა კლინიკებისთვის.



მთავრობის სხდომის დასასრულის შემდეგ ინტერვიუშიც ვთქვი,რომ ერთ-ერთი მთავარი ასპექტი იმისა,რომ გარკვეულ წარმატებით მოახდინო და გარდატეხა შევიტანოთ ამ პროცესში, ხალხის ნდობის აღდგენაა. რამდენად მოხერხდება ეს, სხვა საკითხია. საჭიროა შეცდომებს ანალიზი გავუკეთოთ. მასების ფსიქოლოგია დიდი მნიშვნელობისაა პანდემიის მართვის დროს. ერთადერთი გზა ,რომ მოსახლეობამ გაიგოს, რატომ არის შედარებით გამკაცრება საჭირო, არის ხელისუფლების გულახდილი განცხადება ჩვენი ჯანდაცვის სისტემის ამჟამინდელ შესაძლებლობებთან დაკავშირებით,“- აცხადებს ზურაბ გურული.


ის ამბობს, რომ ხელისუფლებამ პოლიტიკური ქულების დაწერა სცადა პირველი ტალღის დროს და ლოქდაუნის პერიოდი ვერ გამოიყენა პანდემიასთან საბრძოლველად.


„დასაწყისში პოლიტიკური ქულების დაწერას შეეცადა ხელისუფლება და ილუზია შექმნა იმისა, რომ საქართველოს, როგორც მთავრობა,ისე ჯანდაცვის სექტორი მართავდა კოვიდ ინფექციას. ეპიდემიის პირველი ტალღა გაჩერდა პრიმიტიული ხერხით, ჩაკეტვით. თუმცა, როცა იკეტები, საჭიროა ეს დრო გამოიყენო, მოემზადო. ექსპერტებს,რომლებსაც ისინი იკრებდნენ, ეგონათ რომ ვაქცინა შემოდგომაზე მოუსწრებდა მსოფლიოს. ყველაზე სავალელო,რაც მოხდა ისაა,რომ ჩვენ გადავანაცვლეთ პირველი ტალღა, ავირიდეთ გაზაფხულზე, ზაფხულზე და დავამთხვიეთ ზამთრის უძნელეს თვეებს, წინ კი დიდი ზამთარი და ადრეული გაზაფხულია,რომელიც საკმაოდ კრიტიკულ პერიოდს წარმოადგენს.


მაღალი ალბათობით ეკონომიკური პრობლემები იქნება, თუმცა მეორე მხარეს, შესაძლებელია მოხდეს ხვალვე კატასტროფა და ვიხილოთ დიდი ტრაგედია, ისეთი,რაც იტალიაში ხდებოდა თავის დროზე. ამ დილემის წინაშე დგას საქართველოს მთავრობა. ეს არის ზე პარტიული მოვლენა, იგი არ ეხება რომელიმე პარტიულ და პოლიტიკურ სიმპატიებს, ანტიპატიებს, რეალურად გვაქვს საქმე გადარჩენასთან და დაღუპვასთან,ისევე როგორც ომში. აუცილებელია გავერთიანდეთ. ეპიდემიას ვერ შევწყვეტთ, ამ ჯაჭვს ვერ გავწყვეტთ, უბრალოდ უნდა მოვაქციოთ იგი მკაცრი კონტროლის ქვეშ,“- ამბობს ზურაბ გურული.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up