ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდი „მაქმანის" დამფუძნებელი თამთა ჭოჭუაა. USAID-ის ხელშეწყობით შექმნილი ბრენდი მომხმარებლებს მრავალფეროვან პროდუქციას: ლეპტოპის და პლანშეტის ჩანთებს, სათამაშოებს და სხვადასხვა აქსესუარებს სთავაზობს.
„ჩვენ ვქმნით ლეპტოპის და პლანშეტის ჩანთებს, სახლის დეკორაციას, საბავშვო სათამაშოებს და ქალის აქსესუარებს. ახლო მომავალში ვგეგმავთ წარმოების გაზრდას და მეტი ოსტატის დამატებას. ბრენდის თითოეული პროდუქტი ხელნაკეთია, შესაბამისად მისი დამზადება განსაკუთრებულ პროფესიონალიზმს მოითხოვს”, - ამბობს თამთა ჭოჭუა.
თუმცა ეს ყველაფერი არ არის, 2022 წელს ბრენდმა პროდუქციის ახალი ხაზი Makmani Wood წარმოადგინა და ხისგან დამზადებული თანამედროვე ქართული ხის სუვენირები შემოგვთავაზა.