ხელოვანი ანდრო დადიანი თავის ნამუშევარს პრეზიდენტის სასახლეს აჩუქებს

ხელოვანი ანდრო დადიანი თავის ნამუშევარს პრეზიდენტის სასახლეს აჩუქებს

access_time2023-02-14 16:00:06

მას შემდეგ, რაც 13 თებერვალს კულტურის სამინისტრომ პრეზიდენტის სასახლიდან ნახატები გაიტანა, ხელოვანმა ანდრო დადიანმა გადაწყვიტა პრეზიდენტის რეზიდენციას თავის ნამუშევარი გადასცეს.


სამინისტროს გენინსპექციამ სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციიდან ნამუშევრები გუშინ გაიტანა. ამას წინ უძღოდა პრეზიდენტის განცხადება ხელოვან სანდრო სულაბერიძის გარშემო განვითარებულ პროცესებზე, სადაც ზურაბიშვილი კულტურის სამინისტროს საქციელს აკრიტიკებდა.

 

ანდრო დადიანი სხვა მხატვრებსაც მოუწოდებს, რომ პრეზიდენტის სასახლეს თანამედროვე ნამუშევრები აჩუქონ.

 

ანდრო დადიანის ნამუშევარს „მოკლე ისტორიული მეხსიერება“ ჰქვია. ის, როგორც ანდრო დადიანი წერს „დავიწყებულ წარსულზეა, რომელიც წინსვლის საშუალებას არ გვაძლევს“.


  

„ცხოვრების კანონია, - ყველა გათავისუფლებული სივრცე წაშლილი დაფაა, სადაც ახალი ინფორმაცია გაჩნდება, ვფიქრობ თანამედროვე ქართული ხელოვნების ტირაჟირებისთვის საუკეთესო ადგილია პრეზიდენტის სასახლე, ამ სივრციდან შეგვიძლია თანამედროვე სამყაროს ველაპარაკოთ ჩვენს აწმყო ენაზე და პრობლემებზე.

 

ხელოვანებო, ვაჩუქოთ პრეზიდენტის სასახლეს თანამედროვე ნამუშევრები. მე მინდა ეს ობიექტი გადავცე.

 

30 წელზე მეტია დამოუკიდებლები ვართ, ყოველი ახალი ხელისუფლების პირობებში ქვეყანა ახლიდან იწყებს ცხოვრებას და ერთი და იმავე შეცდომებს იმეორებს, თითქოს „იყო''-მ შეიწოვა სიტყვები - „არის'' და „იქნება''. „მოკლე ისტორიული მეხსიერება'' დავიწყებულ წარსულზეა, რომელიც წინსვლის საშუალებას არ გვაძლევს. საქართველოს ეს, სამფეროვანი დროშა 2004 წლის შეიცვალა, თუმცა დღეს, ჩვენს ირგვლივ არიან მოქალაქეები, რომლებიც ამ ობიექტში შეცდომას, - თეთრი და შავი ფერის არასწორ წყობას ვერ ამჩნევენ, ეს პატარა დეტალი კი მცირედით ამხელს ჩვენს დამოკიდებულებას საკუთარ წარსულთან.

 

ობიექტზე ე.წ. ცრემლები ''პერესტროიკის'' დროინდელი საკულტო ჭაღებიდანაა, რომლებიც თბილისურ ბინებს გასაბჭოებამდე ანათებდა, მერე ყვავილებმა და გეომეტრიულმა ფიგურებმა ჩაანაცვლა ისინი, 90-იან წლებში კი, ეკონომიური ულუფის ხარჯზე შეძენილი ცრემლებიანი ჭაღები თითქმის ყველა ოჯახში გაჩნდა თავიდან, რაც საბჭოთა კავშირის განდევნისა და გამოგლოვის მცდელობას ჰგავს იმ ქალებისგან, რომლებიც 1989 წლის 9 აპრილიდან მიტინგებზე დგანან, ცრემლებს და ხშირად სისხლს ღვრიან ქვეყნის ახალი მომავლისთვის და ის ცრემლებიც მინდა გავიხსენო,“ - წერს ანდრო დადიანი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up