ხელოვნების ნიმუშების მილიარდიანი კოლექცია, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ფლობდა/ფლობს (+ფოტო)

ხელოვნების ნიმუშების მილიარდიანი კოლექცია, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ფლობდა/ფლობს (+ფოტო)

access_time2022-05-13 17:30:03

ამა წლის მარტიდან მოყოლებული აპრილის შუა რიცხვებამდე ბატონ ივანიშვილს გარკვეული შეფერხებები შეექმნა ლონდონიდან და ნიუ იორკიდან ხელოვნების ნიმუშების დროულ და შეუფერხებელ გადაადგილებაში. წარმოქმნილი შეფერხებები – რომლებიც შედარებით იოლად გადაილახა ნიუ იორკში, ხოლო უფრო რთულად ლონდონში – საბოლოოდ გადაიჭრა სამართლებრივი და სხვა არხებით - ამის შესახებ ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, იურიდიული ფირმა „ემ ქეი დის“ უფროსი პარტნიორი, ვიქტორ ყიფიანი ავრცელებს. ადვოკატის მიერ გავრცელებული განცხადება ყოფილი პრემიერისა და შვეიცარულ ბანკ „კრედიტ სუისი“ საქმის დეტალებს ეხება.

 

ბიძინა ივანიშვილი რომ ხელოვნების ნიმუშების დიდ კოლექციას ფლობს, ეს ახალი არ არის. „ბიზნესპრესნიუსი“ ამ საკითხზე არაერთხელ წერდა. აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ წელს ბიძინა ივანიშვილმა ხელოვნების ნიმუშების მილიარდიანი კოლექციის გაყიდვა და თანხის „ქართუ ფონდში“ გადარიცხვა გადაწყვიტა. თუმცა ამ დრომდე დაზუსტებით არავან იცის, კოლექციიდან ხელოვნების ნიმუშების რა ნაწილი გაყი­და ბიძინა ივანიშვილმა უკვე, რის გასხვისებას გეგმავს და რას იტოვებს.


“ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ნახატებს კოლექციიდან, რასაც ივანიშვილი ფლობდა ან კვლავ ფლობს: (რამდენადაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დღეისათვის უცნობია მისი კოლექციის რა ნაწილი გაასხვისა ამ დაიტოვა).

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­მი­ე­რის ჰო­ბის თა­ო­ბა­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის კარ­გად არის ცნო­ბი­ლი - ის ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შებს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აგ­რო­ვებ­და. ცნო­ბი­ლია ისიც, რომ მისი საყ­ვა­რე­ლი ფერმ­წე­რი ვი­ლემ დე კუ­ნინ­გია, ხოლო ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დ ღი­რე­ბუ­ლი ტილო მის კო­ლექ­ცი­ა­ში არის პაბ­ლო პი­კა­სოს "დორა მა­ა­რი კა­ტებ­თან ერ­თად". მან ეს ნა­ხა­ტი 2006 წელს "სოთ­ბის" აუქ­ცი­ონ­ზე შე­ი­ძი­ნა 95 მი­ლი­ონ დო­ლა­რად.

შეგახსენებთ, რომ რამ­დე­ნი­მე წლის წინ ავ­სტრა­ლი­ურ­მა ონ­ლა­ინ­გა­მო­ცე­მა Business Insider-მა მსოფ­ლი­ო­ში იმ 10 მი­ლი­არ­დე­რის რე­ი­ტინ­გი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­თაც ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შებ­ში ყვე­ლა­ზე დიდი ფული აქვთ გა­დახ­დი­ლი. რე­ი­ტინ­გში მე-4 ად­გილ­ზე ექ­სპრე­მი­ე­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მოხ­ვდა, რო­მე­ლიც გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 1 მი­ლი­არ­დი ღი­რე­ბუ­ლე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბის მფლო­ბე­ლია. რო­გორც Business Insider-ი აღ­ნიშ­ნავ­და, სა­ერ­თო ჯამ­ში, ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შებ­ში გა­დახ­დი­ლი თან­ხა ბიზ­ნეს­მე­ნის ქო­ნე­ბის 15,6%-ს შე­ად­გენს.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ნა­ხა­ტე­ბის შეგ­რო­ვე­ბით ჯერ კი­დევ რუ­სეთ­ში ცხოვ­რე­ბი­სას და­ინ­ტე­რეს­და. მის კო­ლექ­ცი­ა­ში ნა­ხავ­დით ავ­სტრი­ე­ლი ფერმ­წე­რის ეგონ ში­ლეს, ანიშ კა­პუ­რის, როი ლიხ­ტენშტე­ი­ნის, დე­მი­ენ ჰერ­სტის და ჯეფ კუნ­სის ნა­ხა­ტებს. ივა­ნიშ­ვი­ლის საყ­ვა­რელ მხატ­ვრად მი­იჩ­ნე­ვა თა­ნა­მედ­რო­ვე სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის ერთ-ერთ თვალ­სა­ჩი­ნო წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, მხატ­ვა­რი-ნა­ტუ­რა­ლის­ტი ლუ­სი­ენ ფრო­ი­დი. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი თან­ხა აქვს და­ხარ­ჯუ­ლი ავ­სტრი­ე­ლი მხატ­ვრის ეგონ ში­ლეს ნა­მუ­შევ­რებ­ზე.

ამე­რი­კუ­ლი პოპ-არ­ტის თვალ­სა­ჩი­ნო წარ­მო­მად­გენ­ლის, როი ლიხ­ტენშტე­ი­ნის "ინ­ტე­რი­ე­რი წი­თე­ლი კედ­ლით" 1991 წლით თა­რიღ­დე­ბა და ივა­ნიშ­ვილ­მა 2008 წელს, "სოთ­ბის" აუქ­ცი­ონ­ზე მას­ში 7 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და.

ექ­სპრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის კო­ლექ­ცი­ა­ში იყო ასე­ვე შოტ­ლან­დი­ე­ლი მხატ­ვრის, პი­ტერ დო­ი­გის "თეთ­რი კა­ნოე", რომ­ლის შე­ძე­ნა ივა­ნიშ­ვილს 2007 წელს "სოთ­ბის" აუქ­ცი­ონ­ზე 11,3 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და­უჯ­და.

ივა­ნიშ­ვი­ლის ფა­ვო­რიტ მხატ­ვარ­თა შო­რი­საა ბრი­ტა­ნე­ლი დე­მი­ენ ჰირსტიც, რომ­ლის ნეო-პოპ-არ­ტის სტილ­ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ტილო - "LSD" – ექ­სპრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში გა­და­ღე­ბი­სას არა­ერ­თხელ მოხ­ვდა კადრში.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი კო­ლექ­ცი­ა­ში გა­მორ­ჩე­უ­ლი ად­გი­ლი ჰქონ­და ავ­სტრი­უ­ლი ექ­სპრე­სი­ო­ნიზ­მის აღი­ა­რე­ბუ­ლი ოს­ტა­ტი­სა და გუს­ტავ კლიმ­ტის მოს­წავ­ლის - ეგონ ში­ლეს ნა­მუ­შევ­რებს, მათ შო­რი­საა 1915 წელს და­ხა­ტუ­ლი "მარ­ტო­ხე­ლა სახ­ლე­ბი," რომ­ლის ფასი 40 მი­ლი­ონ დო­ლა­რად გა­ნი­სა­ზღვრე­ბა.

ივა­ნიშ­ვი­ლის კი­დევ ერთი ფა­ვო­რი­ტი მხატ­ვა­რია ზიგმუნდ ფრო­ი­დის შთა­მო­მა­ვა­ლი, ბრი­ტა­ნე­ლი ფერმ­წე­რი, ლუ­სი­ან ფრო­ი­დი. 2011 წელს გარ­დაც­ვლი­ლი ფრო­ი­დი თა­ნა­მედ­რო­ვე მხატ­ვრებს შო­რის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბულ ავ­ტო­რად მი­იჩ­ნე­ვა. ექ­სპრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის კო­ლექ­ცი­ა­ში ფრო­ი­დის "ელი და და­ვი­დი" ინა­ხე­ბო­და.


ჩა­მოთ­ვლი­ლი მხატ­ვრე­ბი­სა და მათი ნა­მუ­შევ­რე­ბის გარ­და, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვერ­სი­ის თა­ნახ­მად, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კო­ლექ­ცი­ა­ში იყო ასე­ვე, ფრი­და კა­ლოს, კლოდ მო­ნეს, მარკ შა­გა­ლი­სა და სხვა­თა ნა­მუ­შევ­რე­ბი.








Bpn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up