ხელოვნების სასახლე 6900 დოლარად ანდრია დადიანის ნახატების კოლექციიდან მხატვრული ნიმუშის შეძენას და სამშობლოში დაბრუნებას აპირებს

ხელოვნების სასახლე 6900 დოლარად ანდრია დადიანის ნახატების კოლექციიდან მხატვრული ნიმუშის შეძენას და სამშობლოში დაბრუნებას აპირებს

access_time2023-01-19 09:00:13

სსიპ ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმი 6900 დოლარად ანდრია დადიანის ნახატების კოლექციიდან მხატვრული ნიმუშის შეძენას და სამშობლოში დაბრუნებას აპირებს. როგორც ცნობილია, პირველი ქართველი პროფესიონალი მოჭადრაკე, ეკატერინე ჭავჭავაძის უმცროსი ვაჟი ანდრია დადიანი თავისი დროის გამოჩენილი კოლექციონერი იყო, რომელიც ჯერ თბილისურ რეზიდენციაში (რომელიც გრაფ ოლდენბურგის საკუთრება გახდა მოგვიანებით) და კიევისეულ სასახლეში ინახებოდა დასავლეთ-ევროპული მხატვრობის საუკეთესო ნიმუშები. 1910 წელს ანდრია დადიანის გარდაცვალების შემდეგ სალომე დადიანმა აღნიშნული ნახატების მნიშვნელოვანი ნაწილი ევროპაში გაყიდა.



უკვე რამდენიმე წელია ხელოვნების სასახლის პროფესიონალთა ჯგუფი ცდილობს არსებული საარქივო მასალების, დადიანების მუზეუმის დამფუძნებლისა და მკვლევარის აკაკი ჭანტურიას აღწერილობების მიხედვით სხვადასხვა მუზეუმსა თუ კერძო კოლექციაში მასალის მოძიებას ამ მხრივ გარკვეული შედეგი მიღწეულია.



ამჯერად ხელოვნების სასახლეს სურს არტ სტუდია Surrey Fine Arts-ის (სურეი ფაინ არტსი) მიერ გასაყიდად გამოტანილი ინგლისის მეფის ჩარლზ I-ის პორტრეტი შეიძინოს. ნამუშევარი ეკუთვნის ნიდერლანდული ხელოვნების აყვავების ხანას - მე-17 საუკუნეს, ე.წ. ოქროს საუკუნეს. ეს არის რეალიზმის ახალი ხედვა, რომელიც გამოვლინდა ყველა ჟანრში, მათ შორის პორტრეტში. ნახატის ავტორი დანიელ მიტენსი მე-17 საუკუნის ერთ ერთ უმნიშვნელოვანეს მხატვრადაა მიჩნეული. ის 1625 წლიდან ის ინგლისის მეფე ჩარლზ I-ის კარის მხატვარი იყო და მას ქონდა პატივი დაეხატა მეფის პორტრეტი. დანიელ მიტენსი ის მხატვარი იყო, რომლის მიერ შესრულებული ავტოპორტრეტი მეფის სასახლეში რუბენსის მიერ შესრულებული ავტოპორტრეტის გვერდით. ამ ბუმბერაზი მხატვრის მიერ შესრულებულ ჩარლზ I-ის პორტრეტს როგორც უდიდესი მხატვრული ღირებულება აქვს უდიდესი ისტორიული ღირებულებაც გააჩნია, როგორც ანდრია დადიანის კოლექციის ექსპონატს.





„ხელოვნების სასახლე, რომელიც 1897-1921 წლებში წარმოადგენდა გრაფ ოლდენბურგისა და აგრაფინა ჯაფარიძის რეზიდენციას თბილისში, ინახავდა დასავლეთ ევროპული ხელოვნების არაერთ ძვირფას ნიმუშს, 1921 წელს ზუგდიდის დადიანების სასახლეების პირველმა დირექტორმა აკაკი ჭანტურიამ აღწერა გრაფ ოლდენბურგის სასახლე, რადგან იმ პერიოდისათვის შენობა უკვე ანდრია დადიანის საკუთრებას წარმოადგენდა. სწორედ ამ აღწერილობების საშუალებით ირკვევა იმ უნიკალური ხელოვნების ნიმუშების შესახებ, რომლებიც საქართველოდან 1921 წელს გაიტანეს და დღეს ევროპის არაერთ კერძო კოლექციაშია განთავსებული.



შესაძენად გამოტანილი ნამუშევარი სწორედ ამ კოლექციის ნაწილს წარმოადგენს. მათი შესყიდვა, მუზეუმში განთავსება და მეცნიერული კვლევის ჩატარება უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც ფონდების უძვირფასესი ხელოვნების ნიმუშების შევსების, ასევე მეცნიერული კვლევის განვითარების საქმეში“, - აღნიშნულია წერილში, რომელიც სასახლის დირექტორმა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელს მიწერა, რითაც ნახატების გამარტივებული შესყიდვის ფორმით შეძენის უფლება ითხოვა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up