ხელოვნების სასახლე გრაფი ოლდენბურგის დაკვეთით მე-19 საუკუნეში დამზადებული გობელენის შეძენას გეგმავს

ხელოვნების სასახლე გრაფი ოლდენბურგის დაკვეთით მე-19 საუკუნეში დამზადებული გობელენის შეძენას გეგმავს

access_time2023-01-30 17:00:58

საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმი საფრანგეთის მეფის პირად მანუფაქტურულ სახელოსნოში, გრაფი ოლდენბურგის დაკვეთით მე-19 საუკუნეში დამზადებული გობელენის (კედელზე დასაკიდებელი, ფლამანდიელი ხელოსნების მიერ შალისა და აბრეშუმის ფერადი ძაფებით ხელით ნაქსოვი ხალიჩა-სურათია) შეძენას 6000 ლარად გეგმავს, რომელიც ამ დროისათვის კერძო პირის საკუთრებაშია. აღნიშნული ხალიჩა დამზადებული ერთ ცალად. გობელენი (ფრანგული გობელინი) დეკორატიული ხელოვნების ერთ-ერთი სახეობაა.



როგორც ცნობილია, საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმი განთავსებულია მე-19 საუკუნეში, გრაფ ოლდენბურგის მიერ, სპეციალურად თავისი მომავალი მეუღლის-აგრაფინა ჯაფარიძისათვის აშენებულ სასახლეში. სასახლის აღწერილობიდან ირკვევა, რომ იმ დარბაზის გასაფორმებლად, სადაც შემდეგში მისი მეუღლე აგრაფინა თბილისის უმაღლესი საზოგადოებისთვის მართავდა მუსიკალურ საღამოებს, გრაფმა ოლდენბურგმა სპეციალურად შეუკვეთა გობელენი მანუფაქტურულ სახელოსნოში, რომელიც 1662 წელს საფრანგეთის მეფის ბრძანებით სენ-მარსელში დაარსდა (ეს საწარმო განთავსებული იყო ცნობილი მღებავების – გობელენების (Gobelins) ყოფილი სახელოსნოს შენობაში, საიდანაც მოდის იქ დამზადებული ხელით ნაქსოვი ხალიჩა-სურათების სახელი).




ის დეკორატიულ როლს ასრულებდა ინტერიერში. მასზე ასახულია იმ დროის მაღალი საზოგადოებისთვის დამახასიათებელი სალონური ცხოვრება. გობელენის გამორჩეული ნიშანია კუთხეებში ნაქსოვი სამეფო შროშანები, რაც სწორედ იმ მანუფაქტურული სახელოსნოს ნამუშევრებისთვის იყო დამახასიათებელი. ერთ ოსტატს შეეძლო დაემზადებინა დაახლოებით 1-1,5 მ² (სიმკვრივის მიხედვით) გობელენი წელიწადში, ამიტომ გობელენი ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ მდიდარი მომხმარებლებისთვის და იმ დროსაც უიშვიათეს ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენდა. მისი ფლობა მხოლოდ უმდიდრეს და მაღალი საზოგადოების ოჯახებს ხელეწიფებოდა. საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში, ოლდენბურგები საქართველოდან წავიდნენ და მათი ქონება მიმოიფანტა. მუზეუმის მხრიდან გაწეული უდიდესი საძიებო სამუშაოს ჩატარების შედეგად მოძიებულ იქნა აღნიშნული გობელენი კერძო კოლექციაში. მისი შეძენა და სასახლის იმავე დარბაზში განთავსება, სადაც ის თავდაპირველად იყო, უმნიშვნელოვანესი მიღწევა იქნება ქართული კულტურისა და ისტორიისათვის.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up