ხელოვნების სასახლე Google-ის კულტურის ინსტიტუტის წევრია

ხელოვნების სასახლე Google-ის კულტურის ინსტიტუტის წევრია

access_time2022-05-19 14:00:42

“აუცილებელია, რომ მუზეუმსა და დამთვალიერებლებს შორის მანძილი შემცირდეს, მაშინ როდესაც ახალგაზრდა თაობა ტექნოლოგიებს მიეჯაჭვა, მათ მოსაზიდად რაღაცის მოფიქრება გახდა საჭირო“ - ამბობს ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორი გიორგი კალანდია რადიო “კომერსანტის“ ეთერში, ლევან კობერიძის საავტორო გადაცემაში “ბრენდი საქართველო“. გიორგი კალანდიამ აღნიშნა, რომ ხელოვნების სასახლე არის ერთადერთი ქართული მუზეუმი, რომელიც Google-ის კულტურის ინსტიტუტის პარტნიორია.

 

„Google-ს აქვს სპეციალური ინსტიტუტი, რომელიც ყველაზე დიდი კულტურული  გაერთიანებაა და რამდენიმე ათას მუზეუმს, რამდენიმე  ათას  კულტურულ  გაერთიანებას, თეატრს და  ა.შ. აერთიანებს. კავკასიაში წარმოდგენილია აზერბაიჯანი და  საქართველოდან  ერთადერთი მუზეუმი ვართ  ჩვენ. ეს ბევრი თანამედროვე მოვლენის თუ თანამედროვე ტექნოლოგიებით ექსპონატების გაცოცხლების საშუალებას გვაძლევს. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, რომ ამ აპლიკაციით გადაიღოს სელფი ატვირთოს და პროგრამა მსოფლიოს ინსტიტუტში გაერთიანებული მუზეუმებში და მათ შორის ხელოვნების სასახლეში მოძებნის ისეთ ექსპონატებს, რომელიც გარკვეული პროცენტულობით სელფიზე გამოსახულ ადამიანს ჰგავს.

როგორც  კი  ჩვენ  ამ  ინსტიტუტის  წევრები  გავხდით, ჩვენ სასახლეში უცხოელი ტურისტების რაოდენობამ 100%-ით მოიმატა“, - აღნიშნა გიორგი კალანდიამ.

 


მისივე თქმით, დამთვალიერებელს რაღაც ისეთი უნდა შესთავაზო, რაც მუზეუმში მოიყვანს, რადგან პირობითად  გუდიაშვილის ნახატების ხილვა და მასზე ინფორმაციის მოგროვება ინტერნეტითაც შესაძლებელია. სწორედ ამიტომ Google-ის კულტურული ინსტიტუტი და მისი წევრობა იყო გამორჩეული.

 

„ამ ინსტიტუტის წევრობა ადვილი არ არის,  იმისათვის, რომ მისი წევრი გახდე, უნდა გქონდეს  მსოფლიო  შედევრები  და  ეს უნდა  იყოს  არა მარტო ეროვნული მასშტაბის, ეს  უნდა  იყოს  საკაცობრიო მნიშვნელობის. იგივე აფრიკაში მცხოვრები რომ  შევა, მას  უნდა  მოუნდეს  ამ  ნამუშევრის  ნახვა.  პირველი, რაც  შევთავაზე,  ეს იყო პეტრე  ოცხელის  ნამუშევრები  და მოეწონათ და პირველი კოლექცია, რაც  ჩაიტვირთა  Google-ში,  ერქვა – “მარად თანამედროვე“.


პირველ სატიტულო გვერდზე გამოტანილი იყო ლეონარდო  და ვინჩი,  კარავაჯო,  პეტრე  ოცხელი და  როცა დავინახე ამ  შედევრებს  შორის პეტრე ოცხელი, საოცარი სიამაყის  განცდა მქონდა, სწორედ ეს  არის ქვეყნის  ბრენდინგი. დღევანდელი  ტექნოლოგიები  ძალიან კარგ საშუალებას იძლევა  რომ მუზეუმები  წარმოაჩინო და ვირტუალური სამყაროდან  რეალურ  სამყაროში მოიყვანო“, - აღნიშნა გიორგი კალანდიამ.


თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up