ხელოვნური ინტელექტი განათლების სისტემაში - გენერირებული ესსეებისა და ნაშრომების გამოყენება სასწავლო პროცესში

ხელოვნური ინტელექტი განათლების სისტემაში - გენერირებული ესსეებისა და ნაშრომების გამოყენება სასწავლო პროცესში

access_time2023-04-07 18:20:54

თანამედროვე სამყაროში ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი ხელოვნური ინტელექტია (AI), რომელიც სხვადასხვა ინდუსტრიის გარდაქმნას ახდენს. ამ მხრივ არც განათლების სექტორია გამონაკლისი. განათლებაში ხელოვნური ინტელექტის უამრავი მიმართულებით გამოიყენება სასარგებლოდ, მათ შორის ესაა სტუდენტებისა და მასწავლებლებისთვის სწავლის პროცესის გაუმჯობესება. ხელოვნური ინტელექტის გამოყენება შესაძლებელია განათლების სფეროში შესაძლებელია ბევრი მიმართულებით ავტომატური შეფასებიდან დაწყებული, პერსონალი სწავლებით დამთავრებული.

 

ესეების ავტომატური წერა განათლებაში  ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი ბოლო სიახლეა. ხელოვნური ინტელექტის  წერილობით ასისტენტს შეუძლია სტუდენტებს მაღალი ხარისხის ესსე და ნაშრომი გრამატიკის, მართლწერისა და სინტაქსის წესების დაცვით, შეცდომების გარეშე, მოკლე დროში დაუწეროს. თუმცა, კითხვა, მიიღებს თუ არა AI-ის მიერ ესსეს ან დისერტაციის  უნივერსიტეტი, ღიად რჩება.

 

ხელოვნური ინტელექტის მქონე მწერალი ასისტენტების გამოყენების უპირატესობების მიუხედავად, ზოგიერთმა უნივერსიტეტმა უკვე გამოთქვა შეშფოთება ასეთი მექანიზმების გამოყენების შესახებ. ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი არის ის, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ შემუშავებული ტექსტი პლაგიატს არ გამორიცხავს. უნივერსიტეტების უმრავლესობას  პლაგიატთან დაკავშირებით მკაცრი პოლიტიკა აქვს, შესაბამისად AI-ს მიერ დაწერილი ტექსტის წარდგენის შემთხვევაში სტუდენტს შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეექმნას.

 


შეშფოთების კიდევ ერთი  მიზეზია ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ტექსტების შინაარსი და ის თუ რამდენად ხარისხიანი შეიძლება იყოს ის, ადამიანის მიერ დაწერილ ტექსტთან შედარებით.

 

ხელოვნური ინტელექტის მართალია გამართულ ტექსტს წერს, თუმცა ჯერ კიდევ ვერ ახერხებს ადამიანის ენის ნიუანსებისა და სირთულეების აღქმას. მან შეიძლება ვერ გაიგოს გარკვეული ფრაზების სავარაუდო მნიშვნელობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს არასწორი ინტერპრეტაცია.

 

გარდა ამისა, სასწავლო დაწესებულებები სტუდენტებისგან  ნაშრომში კრიტიკულ  და ანალიტიკურ აზროვნების გამოყენებას მოითხოვენ. ასეთი უნარები შესაძლოა AI-სთვის რთული იყოს. ხელოვნური ინტელექტი მოკლებულია აკადემიური მუშაობისთვის საჭირო სიღრმესა და კრეატიულობას.

 

დასასრულს უნდა აღინიშნოს, რომ ხელოვნური ინტელექტის მქონე მწერალი ასისტენტები სტუდენტებისთვის შესაძლოა დამატებით სასარგებლო ინსტრუმენტი იყოს უნარების გასაუმჯობესებლად. თუმცა, მთიანად მის ხარჯზე სრული ტექსტის შემუშავება გაუმართლებელია. ასეთ ტექსტს  გამოავლენს პლაგიატზე შემოწმება. ამიტომ სტუდენტებმა სიფრთხილით უნდა გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი  და ყოველთვის წარადგინონ ორიგინალური ნამუშევარი, რომელიც ასახავს მათ იდეებსა და აზრებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up