ევროპარლამენტარები ხელოვნური ინტელექტის სისტემების გასაკონტროლებლად, როგორიცაა ChatGPT, შეზღუდვების დაწესებას გეგმავენ. ამის შესახებ ევროპარლამენტარების ღია წერილშია საუბარი. მათი თქმით, შეზღუდვები საჭიროა იმიტომ, რომ ის უსაფრთხო და სანდო მიმართულებით განვითარდეს. ამის შესახებ Politico წერს.
ღია წერილში ევროპარლამენტარები ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მიმართავენ, რომ ხელოვნური ინტელექტთან დაკავშირებით გლობალური სამიტი მოიწვიონ, რათა ჩამოაყალიბონ პრინციპები, რომლითაც ხელოვნური ინტელექტის განვითარებასა და გამოყენებისას იხელმძღვანელებენ.
შეგახსენებთ, რომ ერთი თვის წინ ათასზე მეტმა მეცნიერმა და ტექნოლოგმა, მათ შორის ილონ მასკმა, სტივ ვოზნიაკმა და Stability AI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ემოდ მასტაკიმ გამოაქვეყნეს ღია წერილი, სადაც ხელოვნური ინტელექტის განვითარების შეჩერებას ითხოვდნენ და კაცობრიობას მოსალოდნელ საფრთხეზე აფრთხილებენ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ Twitter-ის მფლობელი ელონ მასკი საკუთარ ჩატბოტ - TruthGPT-ის ქმნის. ამერიკელმა მილიარდერი იმასაც აცხადებს, რომ ხელოვნური ინტელექტი შეიძლება იყოს ძალიან საშიში, რადგან მას ცივილიზაციის განადგურების პოტენციალი აქვს და მხარს უჭერს ხელოვნურ ინტელექტის რეგულირებას.