ხელოვნური ინტელექტის კონკურენციის პირობებში, შრომის ბაზარზე მრავალფუნქციურ კადრებზეა მოთხოვნა - ლილი ბიბილაშვილი

ხელოვნური ინტელექტის კონკურენციის პირობებში, შრომის ბაზარზე მრავალფუნქციურ კადრებზეა მოთხოვნა - ლილი ბიბილაშვილი

access_time2023-01-30 20:00:16

რა პროცესები მიმდინარეობს შრომით ბაზარზე და რა იწვევს კვალიფიციური კადრების მწვავე დეფიციტს, ამის შესახებ რადიო კომერსანტის ეთერში HR- პროფესიონალთა გილდიის - აღმასრულებელმა დირექტორმა ლილი ბიბილაშვილმა ისაუბრა.

 


ლილი ბიბილაშვილის თქმით, კადრების დეფიციტი მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი ტენდენცია არაა და მსგავსი სურათია სხვა ქვეყნებშიც, თუმცა სხვადასხვა ადგილობრივი მიზეზებით.

 


„ზოგად ტენდენციები არის შემდეგი, ტექნოლოგიების განვითარების შედეგად მაღალი კვალიფიკაციის ადამიანებს შესაძლებლობა ეძლევათ, რომ დასაქმდნენ სხვა ქვეყნებში და არ შეიცვალონ გეოგრაფიული ადგილმდებარეობა. ამან ადგილობრივი შრომის ბაზარს „წაართვა“ პერსონალი, მეორე მიზეზი ეხება მიგრაციას - ადვილი გახდა გადაადგილება ქვეყნებს შორის, ეს არაა ცუდი თუ ადამიანები უკეთეს დასაქმებას შეძლებენ.



მინდა ვთქვა, რომ ადგილობრივი შრომის ბაზარზე არის პრობლემა პროფესიონალების და განათლების სისტემასაც აქვს საფიქრალი. როგორც ყოველთვის არის აცდენა მოთხოვნასა და მიწოდებას შორის.  მაგალითად დიდი დეფიციტია სუპერმარკეტების კონსულტანტებთან დაკავშირებით და  შრომის ბაზარზე არსებული კონკურენციის გამო 2-2,5-ჯერ გაიზარდა მათი ხელფასი,“- განაცხადა ლილი ბიბილაშვილმა.

 



მისი თქმით, შრომით ბაზარზე გამოჩნდა ახალი თაობა, რომელიც გაცილებით მრავალფუნქციურია და სწორედ ასეთი მრავალფუნქციურ კადრებზეა მოთხოვნა.

 


„შრომის ბაზარზე გაჩნდა ახალი Z თაობა, რაოდენობრივად ჯერჯერობით ბევრი არ არიან და საწყის პოზიციებზე არიან წარმოდგენილი, მაგრამ მათი თაობისთვის დამახასიათებელია მისწრაფება, რომ ისეთ კომპანიებში დასაქმდნენ სადაც მათ ექნებათ განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა. კარიერული წინსვლა ამ თაობისთვის არ ნიშნავს მხოლოდ ვერტიკალურ წინსვლას, არამედ ჰორიზონტალურსაც, რაც მათ უნარებს გახდის მრავალფუნქციურს.

 


დღეს მსოფლიო ბაზარზე სწორედ ასეთი მრავალფუნქციურ კადრებზეა მოთხოვნა. ჩვენ ვცხოვრობთ გლობალიზაციის და ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში, რომელიც გამოირჩევა ტურბულენტობით და არაპროგნოზირებადობით, სწრაფი ცვლით. ეს სისწრაფე მოითხოვს იმ უნარების წარმოდგენას, რომელიც სჭირდება სწრაფ ადაპტაციას, ეს არის სწრაფად ათვისების უნარი, კრიტიკული აზროვნება, კრეატიულობა და ა.შ. ძალიან ბევრი კომპონენტია, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია შრომით ბაზარზე წარმოდგენილი სამივე მოთამაშისთვის, ესენი არიან დამსაქმებლები, სამუშაოს მაძიებლები და სახელმწიფო, რათა მოხერხდეს და მინიმალური დანაკარგებით შესაძლებელი გახდეს შრომით ბაზარზე არსებული სიტუაციის გაუმჯობესება და გაჯანსაღება,“- განაცხადა ლილი ბიბილაშვილმა.

 


ლილი ბიბილაშვილი მიიჩნევს, რომ დამსაქმებელმაც, სამუშაოს მაძიებლებმაც და სახელმწიფომაც ნაბიჯი უნდა აუწყონ იმ ტემპს, რომელიც მსოფლიო ბაზარზეა. ამ კონტექსტში კი ის განათლების სფეროს უფრო მოქნილობაზე ამახვილებს ყურადღებას.

 


„თუ გაუმჯობესება ხდება განათლების მიმართულებით შრომის ბაზარი გაცილებით სწრაფ ცვლილებებს განიცდის, უფრო მეტს ითხოვს და აქ ტემპების აცდენაა, რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, აქაც საინტერესო ცვლილებებია მოსალოდნელი, ამ პერიოდში, როდესაც ხელოვნური ინტელექტი სერიოზულ კონკურენციას უწევს ადამიანებს, სრულიად განსხვავებული უნარების მქონე პერსონალს მოითხოვს შრომის ბაზარი. მრავალფუნქციური თანამშრომელი ესაჭიროება დღეს მსოფლიოს და ის საკითხები, რომელიც დღეს პრობლემადაა წარმოდგენილი შრომის ბაზარზე, სინამდვილეში გამოწვევაა,“- აღნიშნა ლილი ბიბილაშვილმა.

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up