ხელოვნური ხორცი თქვენ მაგიდაზე - ძალიან მალე!

ხელოვნური ხორცი თქვენ მაგიდაზე - ძალიან მალე!

access_time2021-01-17 16:00:22

2020 წლის ნოემბერში სურსათის მსოფლიო ორგანიზაციამ (FAO) განაცხადა, რომ უახლოეს წლებში კაცობრიობას მასობრივი შიმშილის პრობლემა ემუქრება. ამ კუთხით პანდემიის თანმხლები ზიანი შესაძლოა თავად დაავადებაზე მძიმე აღმოჩნდეს.

 

ჯერ კიდევ პანდემიამდე FAO-ს მონაცემებით მსოფლიო მასშტაბში 820 მლნ.- ზე მეტი ადამიანი არასაკმარისად იკვებებოდა. იმის გათვალისწინებით, რომ 2050 წლისთვის დედამიწის მოსახლეობა 2 მლრდ. ადამიანით გაიზრდება, იაფ და ჯანმრთელ კვებასთან ხელმისაწვდომობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ამიტომაც სოფლის მეურნეობაში და კვების წარმოებაში აუცილებელია ახალი ტექნოლოგიები.

 

McKinsey-ს კვლევის შედეგების თანახმად, ბიოლოგიური ინოვაციები ამ დარგებში მოგებას 10-15 წლის მანძილზე 1,2 ტრლნ. დოლარით გაზრდის. დღეისთვის კვების მრეწველობის და სოფლის მეურნეობის მოგება მსოფლიო მასშტაბში წელიწადში 5 ტრლნ. დოლარს შეადგენს.

 

ყველაზე დიდი პერსპექტივები ინოვაციებს ისეთ დარგებში აქვს, როგორც ალტერნატიული ცილები, სელექცია მარკერების გამოყენებით, მცენარეების და ცხოველების გენური ინჟინერია.

 

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა - ხორცის შემცვლელი პროდუქტები. დღეს უკვე არაერთი მცენარეული შემცვლელი  არსებობს, თუმცა ეს შემცვლელებია, რომლებსაც ხორცთან საერთო მხოლოდ ნივთიერებების შემადგენლობის კუთხით აქვს.

 

უახლოეს ათწლეულებში ვაჭრობაში ხელოვნური ხორცი გამოჩნდება, რომელიც ლაბორატორიაში გაზრდილი კუნთოვანი ქსოვილიდან იქნება წარმოებული. და ეს სწორედ ხორცი იქნება და არა სოიო ან სხვა მცენარე.

 


2020 წლის დეკემბერში სინგაპურის მთავრობამ ამერიკული კომპანია Eat Just-ის მიერ შექმნილი ხელოვნული ქათმის ხორცის გაყიდვისთვის საჭირო ნებართვა გასცა. მომავალი 10 წლის მანძილზე კულტივირებული ხორცის ღირებულება შესაძლოა ჩვეულებრივი, ბუნებრივი პროდუქტის ფასს გაუტოლდეს.

 

მზგავსი ბიოლოგიური ინოვაციები მნიშვნელოვან როლს არა მხოლოდ შიმშილის დაძლევაში, არამედ კლიმატური ცვლილებების რისკების შემცირებაში შეასრულებენ.

 

FAO-ს მონაცემებით, სასათბურე გაზებით ატმოსფეროს დაბინძურების მთლიანი მოცულობის 14.5%  სწორედ მეცხოველებიბაზე მოდის. ასევე ხორცის, რძის და კვერცხის წარმოებისთვის გამოიყენება მსოფლიოში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების მესამედი.

 

ტყეების გაჩეხვაშიც გადამწყვეტი როლს ასევე სოფლის მეურნეობა ასრულებს - სწორედ აგრარულ სექტორზე მოდის ყინულის და უდაბნოებისგან თავისუფალი მიწების 43%.

 

ხელოვნური პროდუქტის წარმოება 89% -ით ნაკლებ გაზებს გამოყოფს, ვიდრე ბუნებრივი საქონლის ხორცის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კლიმატური ცვლილებების პირობებში.

 

ლაბორატორიაში შექმნილ ხორცს ბაზარზე გასვლის და მასზე ადგილის დამკვიდრებისთვის ბევრი დრო დასჭირდება, თუმცა, როდესაც ეს ბოლოს და ბოლოს მოხდება, ეს გენურ ინჟინერიაში ნამდვილი გადატრიალება იქნება.

 

დღეს რეგულაციები და საზოგადოებრივი აზრი ამ საკითხზე დიდ როლს თამაშობენ. ევროკავშირის 19 ქვეყანაში გენური ინჟინერიით მიღებული სასურსათო პროდუქტების გაყიდვა დღესაც აკრძალულია.

 

რა თქმა უნდა, უსაფრთხოება პირველი რიგის პრიორიტეტია, თუმცა, იმის შემდეგ, რაც ტექნოლოგიები იმ დონეს მიაღწევენ, რომ მარეგულირებელი ორგანოების ყველა მოთხოვნა შესრულებული იქნება, კაცობრიობას ბიორევოლუცია ელის. და ეს იმაზე მალე იქნება, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია.

 

წყარო: project-syndicate.org





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up