ხერსონის ოლქის სოფელ დარიევკაში რუსეთის საოკუპაციო ჯარმა ქალი მოკლეს, ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს მანქანას, რომელსაც ის მართავდა. აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
ამის შესახებ ინფორმაციას RBC-უკრაინა ხერსონის რეგიონულ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
დადგინდა, რომ რუსი სამხედროებმა სავაჭრო პავილიონსა და მანქანას ესროდნენ. ავტომობილს, რომელსაც ქალი მართავდა, ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა.
„ეს ქმედებები პირდაპირ საფრთხეს უქმნის მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ეწინააღმდეგება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს, კერძოდ, 1949 წლის 12 აგვისტოს ჟენევის კონვენციის 51-ე, 52-ე მუხლებს, რომლებიც პირდაპირ კრძალავს თავდასხმას მშვიდობიანი მოსახლეობაზე და სამოქალაქო ობიექტებზე “, - ნათქვამია განცხადებაში.