ხერსონში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო საანგარიშო ბანკი გაიხსნება

ხერსონში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო საანგარიშო ბანკი გაიხსნება

access_time2022-04-30 10:00:52

რუსი სამხედროების კონტროლის ქვეშ მყოფი ხერსონის ოლქის ადმინისტრაციის ახლად დანიშნულმა ხელმძღვანელმა, ვლადიმერ სალდომ განაცხადა, რომ რეგიონში ფუნქციონირებას დაიწყებს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო საანგარიშო ბანკი. ამ ბანკის ფილიალები უკვე ფუნქციონირებს ე. წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში.

 ამის შესახებ სალდომ დანიშვნის შემდეგ პირველ ბრიფინგზე განაცხადა და მას ციტირებს რია ნოვოსტი.

„უახლოეს მომავალში შეიქმნება ბანკი <...> რომელიც განახორციელებს ნაღდი და ნაღდი ფულის ანგარიშსწორებას. ეს იქნება MRB Bank, International Settlement Bank“, - განაცხადა სალდომ.

მისი თქმით, ბანკს აქვს მუშაობის ნებართვა.

ვლადიმერ სალდოს ინფორმაციით,  ჯამში რეგიონში 200-მდე ფილიალის გახსნა იგეგმება. ბანკი ადგილობრივ მოსახლეობას დაასაქმებს.

სალდომ ასევე განაცხადა, რომ რეგიონში კომუნიკაციისა და განათლებისთვის იგეგმება ორი ენის გამოყენება: რუსული და უკრაინული.

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში  საერთაშორისო საანგარიშსწორებო ბანკმა 2018 წლის ოქტომბერში მიიღო საქმიანობის ლიცენზია. მას უფლება აქვს რეგიონში გახსნას და აწარმოოს კლიენტების მიმდინარე ანგარიშები და გასცეს გადახდის დოკუმენტები, ბარათები და მათი ტექნიკური მომსახურება.


ბანკის წარმომადგენლობა ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში  2015 წლიდან ფუნქციონირებს.

ბანკის სათაო ოფისის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ კომერციული ბანკი „საერთაშორისო საანგარიშსწორებო ბანკი“ არის „უნივერსალური საკრედიტო ინსტიტუტი, რომელიც 2015 წლიდან მუშაობს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ფინანსური მომსახურების ბაზარზე“.

შეგახსენებთ, 28 აპრილს, ხერსონის ოლქის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ კირილ სტრემუსოვმა განაცხადა, რომ რეგიონი 1 მაისიდან რუბლის ზონაში გადადის. მისი თქმით, გარდამავალ პერიოდს ოთხ თვემდე დასჭირდება, ამ დროის განმავლობაში რეგიონში რუბლი და გრივნა პარალელურ რეჟიმში იბრუნებს.

უკრაინის ხერსონის ოლქი ესაზღვრება ყირიმს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ხერსონის სრული კონტროლის ქვეშ აღების შესახებ 2 მარტს განაცხადა. 15 მარტს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სრული კონტროლი აიღეს ხერსონის ოლქის მთელ ტერიტორიაზე.

ათი დღის შემდეგ ყირიმის მუდმივმა წარმომადგენელმა რუსეთის პრეზიდენტთან, რეგიონის ვიცე-პრემიერმა გეორგი მურადოვმა განაცხადა, რომ დაიწყო ახალი სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციების ფორმირება ხერსონის ოლქში და უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის სამხრეთით, რომელსაც აკონტროლებენ რუსეთის სამხედრო ძალები.

რუსეთი უკრაინაში  24 თებერვალს შეიჭრა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up