„ხეთის მანდარინს“  გეოგრაფიული აღნიშვნების სტატუსი მიენიჭა

„ხეთის მანდარინს“ გეოგრაფიული აღნიშვნების სტატუსი მიენიჭა

access_time2021-12-27 18:00:00

ხობის მუნიციპალიტეტში წარმოებული მანდარინის განსაკუთრებულობა სახელმწიფოს მიერ დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს.


„„ხეთის მანდარინი“ გეოგრაფიული აღნიშვნების სახელმწიფო რეესტრს დაემატა. რეგისტრაციაზე განაცხადით საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ-„საქპატენტს“ ასოციაცია „ხეთის მანდარინმა“ მიმართა.


სპეციფიკაციების მიხედვით „ხეთის მანდარინი“ ოქროსფერ-ყვითელია, რომელიც სიმწიფესთან ერთად გადადის ნარინჯისფერში. აქვს განსაკუთრებული გემო: გამახალისებელი მომჟავო-მოტკბო, დაბალანსებული შაქრიანობა მჟავიანობის თანაფარდობით და მკაფიოდ გამოხატული არომატით.


ხეთის მანდარინის განსაკუთრებულობა, უნიკალურობა და მაღალი ხარისხი განპირობებულია რიგი ფაქტორებით. ციტრუსოვანთა ბაღები გაშენებულია ურთის მთის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან საშუალოდ 30-80 მეტრ სიმაღლეზე.



გეოგრაფიული აღნიშვნა „ხეთის მანდარინი“ გამოიყენება „უნშიუ“ (C. Unshiu Marc.) ჯიშის მანდარინისთვის, თუმცა ქართული მანდარინებისათვის ძველი სახელწოდება „იაპონური მანდარინი“ აღარ გამოიყენება. ამის საფუძველია იაპონიაში „Unshiu“ მანდარინებზე ჩატარებული კვლევა, რომლის შედეგად დადასტურდა, რომ Unshiu“ მანდარინის მემკვიდრულმა თვისებებისა და საქართველოს აგროკლიმატური ფაქტორების ხანგრძლივმა ზეგავლენამ მანდარინის თავისებური ადგილობრივი ფორმები შექმნა.


საქართველოში ხეხილის მოვლის ტრადიცია თითქმის ერთ საუკუნეს ითვლის. ნოუ-ჰაუსა და ტექნოლოგიების გამოყენებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა არა მხოლოდ მანდარინის ნარგავების ფართობების გავრცელებაში, არამედ, მისი ხარისხის გაუმჯობესებაში.


სწორედ მაღალი ხარისხი გამოარჩევს გეოგრაფიული აღნიშვნით დაცულ პროდუქციას სხვებისგან. გეოგრაფიული აღნიშვნების ერთ-ერთი ძირითადი უპირატესობა მათი რეპუტაციაა, რომელიც ღირებული არაქონებრივი სიკეთეა და მათი დაცვა ძალზედ მნიშვნელოვანია. შეფუთვაზე დატანილი ნიშანი, რომ პროდუქტი დაცულია გეოგრაფიულ აღნიშვნად მას უფრო მიმზიდველს გახდის მომხმარებლისათვის, რაც ხელს შეუწყობს გაყიდვებს და სარგებელს მოუტანს მწარმოებლებს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up