ხევსურეთის მაცხოვრებლების ნაწილი აცხადებს, რომ 3 მლნ-იანი ჰესის მიუხედავად, მაინც უშუქოდ არიან - ანტიკორუფციული მოძრაობა გამოძიებას ითხოვს

ხევსურეთის მაცხოვრებლების ნაწილი აცხადებს, რომ 3 მლნ-იანი ჰესის მიუხედავად, მაინც უშუქოდ არიან - ანტიკორუფციული მოძრაობა გამოძიებას ითხოვს

access_time2022-12-27 21:00:23

ხევსურეთის მაცხოვრებლების ნაწილი აცხადებს, რომ ზამთრის პირობებში უშუქოდ არიან დარჩენილი და ჰესი, რომელიც მათი  ელექტროენერგიით უზრუნველყოფისთვის აშენდა, სათანადოდ ვერ მუშაობს.



ხევსურეთს ელექტროენერგია „ბიტეხი 1“-ის ჰიდროელექტროსადგურიდან მიეწოდება, ჰესის  მშენებლობა 2020 წელს დასრულდა, პროექტი „პარვუს ჰიდრომ“ განახორციელა, რაშიც სახელმწიფომ  3 მილიონ ლარზე მეტი გადაიხადა.




ადგილობრივები ნაწილი მედიასთან აცხადებს, რომ ჰესი, რომლის აშენებაშიც მილიონობით ლარი დაიხარჯა, არასათანადოდ მუშაობს, მილები გაჭედილია და  სოფლები კვლავ უშუქოდაა დარჩენილი.




ბრალდებას უარყოფენ „პარვუს ჯგუფში“. როგორც  „კომერსანტს“ განუცხადეს, ჰესი მათ მიერ აშენდა თუმცა მის მართვაში სხვა ოპერატორი კომპანია შევიდა. კომპანიის დირექტორი სულხან ზუმბულიძე, რომელიც ბრალდებების ერთ-ერთი მთავარი ადრესატია, ამბობს რომ ჰესი გამართულად მუშაობს. ერთ-ერთ სოფელში უშუქობა კი ხაზების პრობლემას უკავშირდება.






„რაც მე ვიცი ჰესი არის ჩართული და მუშაობს. რა მოხმარებაც არსებობს იქ, მას აკმაყოფილებს. ჩვენ ამ ჰესის ოპერატორები არ ვართ, მხოლოდ ავაშენეთ, მაგრამ ცხადია დავინტერესდით. ჰესი გამართულად მუშაობს, ადგილობრივ მოსახლეობასაც ველაპარაკეთ და მოხმარება რაც არის, იმას აბალანსებს. იქ არის ერთი სოფელი, სადაც ხაზი არის გათიშული და ამიტომ ეს მოსახლე ჩივის“, - განაცხადა სულხან ზუმბურიძემ.



უშუქობის პრობლემას უარყოფს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიც. როგორც განუცხადა „კომერსანტს“ მანანა ნარიმანიძემ განუცხადა, პრობლემურ ადგილზე  ელექტრიკოსები გასულ კვირას იყვნენ ჩასულები და ელექტროენერგია აღადგინეს.



ელექტრიკოსები ჩასულები იყვნენ ადგილზე გასული კვირის ხუთშაბათს, ამღას და ახიელს ელექტროენერგია მაშინვე აღუდგინეს, - განაცხადა მანანა ნარიმანიძემ. რაც შეეხება სოფელ ჭიმღას, მისი განმარტებით, იქ ერთი მოსახლე ცხოვრობს, რომელსაც მზის ბატარეები აქვს.



„ბიტეხი 1“-ის ჰიდროელექტროსადგურის ამშენებელი კომპანიის  “პარვუს ჯგუფის“ მიერ განხორციელებულ მშენებლობებთან დაკავშირებით კითხვები აქვთ  ანტიკორუფციულ მოძრაობაში. არასამთავრობო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ  “პარვუს ჯგუფის“ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა, მისი მენეჯმენტიდან გამომდინარე გარკვეულ ეჭვებს ბადებს.



„გადასახადების გადამხდელების მიერ შევსებული ბიუჯეტიდან გამოიყო 4 მლნ-მდე ლარი, რომ არხოტის ხეობაში აშენებულიყო ჰესი. ფაქტი სახეზეა, რომ ახოტის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობას ელექტროენერგია კვლავ არ მიეწოდება. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამას საჯაროდ აცხადებენ და სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან რეაგირება არაა.




ჰესის  კონტაქტი არ იყო ტენდერის საფუძველზე მიღებული, იყო პირდაპირი ხელშეკრულების გაფორმების მეშვეობით და იმავდროულად, კომპანია კავშირშია ყოფილ მაღალჩინოსნებთან, ამიტომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ადგილი ჰქონდეს კორუფციულ გარიგებას, ან ინტერესთა შეუთავსებლობას.




ჩვენი აზრით, ამ საკითხს სჭირდება  გამოძიება და გამოძიებამ უნდა დაადგინოს ნამდვილად არის თუ არა, ამ საქმეში ინტერესთა შეუთავსებლობა. ერთი იმიტომ, რომ საქმე ეხება ყოფილ მაღალჩინოსანს, რომელიც ახლა წარმოადგენს კერძო სექტორს და იმავდროულად არის სახელმწიფო დაკვეთების ერთ-ერთი მსხვილი ბენეფიციარი და მეორე მხრივ, გასარკვევია, შესრულებული სამუშაოები რამდენად კეთილსინდისიერად არის განხორციელებული და დამკვეთმა სახელმწიფო სტრუქტურებმა ეს ობიექტი როცა ჩაიბარეს, ადგილი ხომ არ ჰქონდა თანამდებობის პირების მხრიდან გულგრილობას“, - აცხადებს ანტიკორუფციულ მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ვასო ურუშაძე.



მისივე თქმით, ანტიკორუფციულ მოძრაობაში მიმდინარეობს ამ კომპანიის მიერ მიღებული სახელმწიფო შესყიდვების და განხორციელებული პროექტების შესწავლა.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up