ხიდურელი: უმსხვილესი ლოჯისტიკური კომპანია - Girteka Logistics საქართველოში სერვისების ცენტრს ხსნის

ხიდურელი: უმსხვილესი ლოჯისტიკური კომპანია - Girteka Logistics საქართველოში სერვისების ცენტრს ხსნის

access_time2022-06-09 17:30:00

წელს, ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ლოგისტიკური კომპანია - „გირტეკა ლოჯისტიკს“ თბილისში გლობალური სერვისების ოფისს (GBS) გახსნის. აღნიშნულის შედეგად, მომდევნო ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში 300-ზე მეტი ახალი და მაღალ-ანაზღაურებადი სამუშაო ადგილი შეიქმნება.


„გირტეკა ლოჯისტიკს“ აქტიურად თანამშრომლობდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების მიმართულების - Invest in Georgia-ს გუნდთან ქვეყანაში არსებული პოტენციალის შესასწავლად. ხსენებულის ფარგლებში სააგენტომ კომპანიას მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში არსებული შესაძლებლობების შესახებ, შედგა ვიზიტი და შეხვედრები კერძო და საჯარო ორგანიზაციებთან.


„არჩევანი შევაჩერეთ საქართველოზე ჩვენ მიერ ჩატარებული ექვსი ქვეყნის სიღრმისეული მოკვლევის შემდეგ, რომლის ფარგლებში ვაფასებდით რამდენიმე ფაქტორს, როგორებიცაა სამუშაო ძალის კვალიფიკაცია, განათლებისა და კომპეტენციის დონე, ბიზნეს-გარემო და ბიზნესის ოპერირების ხარჯები მომდევნო წლების განმავლობაში,“ - განაცხადა კომპანიის უფროსმა ინფორმაციულმა ოფიცერმა, მარტინას სარაპინასმა.



„მსგავსი მასშტაბის კომპანიის და გლობალური სერვისების ცენტრის საქართველოში განთავსება საერთაშორისო ბაზრებზე ქვეყნის მიმართ ნდობის და ამ კუთხით ქვეყნის პოტენციალის დამკვიდრებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. კომპანიის ეს გადაწყვეტილება ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი სააგენტოსა და ქვეყნისათვის და ვფიქრობთ, ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ ჩვენი სტრატეგია და მიდგომები რომელიც უკვე ორი წელია დავნერგეთ ხელშესახებ შედეგებს იძლევა - აცხადებს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი.


„გირტეკა ლოჯისტიკს“ გლობალურად 21,000 ასაქმებს. კომპანიის 9,000 სახმელეთო სატვირთო ავტომობილი ყოველწლიურად 880,000 რეისს ახორციელებს ევროპაში სკანდინავიასა და დ.ს.თ.-ის ქვეყნებში.


ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up