ხილისა და ბოსტნეულის საერთაშორისო გამოფენის, Fruit Logistica-ს ორგანიზატორებმა, რომელიც მომავალი წლის 9-11 თებერვალს ბერლინში უნდა გაიმართოს, განაცხადეს, რომ გამოფენის მონახულება მხოლოდ ვაქცინაციის ან გადატანილი ავადმყოფობის სერტიფიკატით იქნება შესაძლებელი. ინფორმაციას Freshfruitportal ავრცელებს.
გამოფენაზე დაიშვებიან მხოლოდ სრულად ვაქცინირებული ან გამოჯანმრთელებული მონაწილეები, რომლებმაც ვაქცინაციის ციფრული პასპორტი ან დაავადებისგან გამოჯანმრთელების მტკიცებულება.
ვაქცინირებულად ითვლებიან პირები, რომლებიც ვაქცინირებულია ევროკავშირში გამოსაყენებლად დამტკიცებული ვაქცინით, Moderna, BionTech / Pfizer, AstraZeneca და Johnson & Johnson-ით არიან აცრილები.
რაც შეეხება ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მიღებულ ვაქცინაციის სერთიფიკატს, მონაწილე პირმა ის გამოფენის დაწყებამდე ევროკავშირის სტანდარტების ციფრულ სერთიფიკატად წინასწარ უნდა გადააკეთოს. გამოფენაზე არ დაუშვებიან სტუმრები, რომლებიც Sputnik ან Sinovac ვაქცინებით არიან აცრილები.
„Fruit Logistica 2022-ის მთავარი ამოცანა არის ხილის საერთაშორისო ინდუსტრიის მონაწილეთა პირადი შეხვედრები და დაახლოება. ახალი წესები ამ ღონისძიებას უფრო უსაფრთხოს და ამავდროულად, უფრო ინტენსიურს გახდის,“ - აცხადებს Fruit Logistica-ს დირექტორი, კაი მანგელბერგერი.
გამოფენაზე შესვლა მხოლოდ ღონისძიების ვებგვერდზე წინასწარ შეძენილი ინდივიდუალური ბილეთებით იქნება შესაძლებელი. ბილეთების ონლაინ გაყიდვა, სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლოს დაიწყება. ბილეთები გამოფენის სალაროებში ან ვებგვერდზე ღონისძიების დაწყების დროს არ გაიყიდება.
bpn.ge