ხილ-ბოსტნეულის შემნახველი საწარმო ,,აგროლიდერი“ ფართოვდება

ხილ-ბოსტნეულის შემნახველი საწარმო ,,აგროლიდერი“ ფართოვდება

access_time2021-12-22 13:00:13

ხილისა და ბოსტნეულის შესანახი სამაცივრე კომპლექსი ,,აგროლიდერი“ კასპის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საწარმოა, რომელიც ადგილობრივ ფერმერებს მოსავლის დაბინავებაში ეხმარება. მიმდინარე სეზონზე მან 600 ტონა ვაშლი ჩაიბარა. თუმცა მოთხოვნა გაცილებით მეტი იყო, რის გამოც ფერმერების უმეტესობას პროდუქტის შენახვა არც უცდია და ვაშლი დაკრეფისთანავე გაყიდა.



,,აგროლიდერი“ სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამის ,,ერთიანი აგროკრედიტის“ ბენეფიციარია. საწარმოს ხელმძღვანელი ლევან ექოზაშვილი ,,კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ არსებული შემნახველი ინფრასტრუქტურა მოთხოვნას ვერ პასუხობს, რის გათვალისწინებითაც მათ ახალი, რიგით მეორე სამაცივრე მეურნეობა წამოიწყეს, რომლის მშენებლობაც თითქმის დასრულებულია. ახალი საწარმოს ტევადობა 750 000 ტონაა. შეკვეთებს მომავალი წლიდან მიიღებს.



,,სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენაში  სახელმწიფო საგრანტო პროგრამა დაგვეხმარა. მიმაჩნია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საოკუპაციო ხაზთან წარმატებული ფერმერული მეურნეობების არსებობას და სახელმწიფო მხარდაჭერა ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი პროექტი უკვე დავასრულეთ. პლუს მაცივრებში (მხოლოდ ხილბოსტნეული ინახება) წელს შევინახეთ დაახლოებით 600 ტონა ვაშლი, რომლის ნახევარი ექსპორტზეა გასული. მეორე პროექტის მშენებლობა მიმდინარეობს, ძირითადი სამუშაოები უკვე შესრულებულია. ტექნიკა-დანადგარის მონტაჟს თურქი სპეციალისტები მოახდენენ. ეს არის ე.წ. მინუს მაცივრები, სადაც ნებისმიერი კენკროვანის შენახვა შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ სამაცივრე და შესანახი მეურნეობის მიმართ ინტერესი გაზრდილია, რაც გაკეთდა ჯერჯერობით საკმარისი არ არის. ბევრ ფერმერს  50-60 ტონა ვაშლის შენახვა უნდოდა და ვერ მოახერხა, რის გამოც იძულებული გახდა, რომ  ხილი სეზონზევე, იაფად გაეყიდა. ახალი კომპლექსი 750 ტონა მოსავალს შეინახავს, რაც პროდუქტის შენახვის პრობლემას მნიშვნელოვნად მოაგვარებს“, - ამბობს ,,კომერსანტთან“ ლევან ექოზაშვილი.




შემნახველი და სამაცივრე მეურნეობებში ერთ-ერთ პრობლემად მეწარმე მაღალ გადასახადს მიიჩნევს. შესაბამისად, იგი ცდილობს ელექტროენერგიის ჩანაცვლებას ენერგოეფექტური საშუალებებით, როგორიცაა მზის პანელები. აღნიშნულთან დაკავშირებით კონსულტაციები თურქი სპეციალისტებისგან მიიღეს და საჭირო ტექნიკას დაახლოებით 2-3 წელიწადში დაამონტაჟებენ.



ცნობისთვის, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა „აგროლიდერი“ 600 ტონა ხილის და ბოსტნეულის შესანახი სამაცივრო კომპლექსი 4 წლის წინ ააშენა.  საინვესტიციო ხარჯიდან  328 000 ლარი ,,იაფი კრედიტი“, ხოლო 580 000 ლარი ,,ერთიანი აგროპროექტის“ გრანტია.



რაც შეეხება ახალი სამაცივრე მეურნეობის კომპლექსს, პროექტის განხორციელებისთვის 500 000 ლარი სახელმწიფოს დახმარებაა, ,,იაფი კრედიტის“ ფარგლებში ბენეფიციარმა 600 000 ლარზე მეტი მიიღო.



ლევან ექოზაშვილი  ფიქრობს, რომ 2 სამაცივრე მეურნეობა ფცის და მიმდებარე სოფლების ფერმერების უმრავლესობას მოსავლის დაბინავების პრობლემას მოუხსნის. 


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up