ხილით ვაჭრობის გლობალური კრიზისი - რა როლი აქვს საქართველოს?

ხილით ვაჭრობის გლობალური კრიზისი - რა როლი აქვს საქართველოს?

access_time2023-04-19 00:00:46

ანალიტიკური ჯგუფის EastFruit-ის ცნობით, 2022 წელს ხილითა და თხილით გლობალური ვაჭრობის მოცულობა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში სტაბილურად იზრდებოდა ყოველწლიურად, პირველად დაეცა. 


EastFruit გაანალიზა მსოფლიოში ხილის ექსპორტიორი 25 უმსხვილესი ქვეყნის ვაჭრობა, რომლებიც მთელი მსოფლიოს ექსპორტის დაახლოებით 80%-ს შეადგენს, აღმოჩნდა, რომ 2022 წელს ამ ქვეყნებიდან ექსპორტის მოცულობა 4,05 მილიარდი დოლარით, ანუ 3,5%-ით შემცირდა 2021 წელთან შედარებით. აქამდე კი მსოფლიო ვაჭრობა დინამიურად იზრდებოდა და მისი საშუალო წლიური ზრდა 2018-2021 წლებში 6.3% ანუ $6.6 მილიარდი იყო წელიწადში.


საინტერესოა, რომ ტოპ 25 ქვეყნიდან ექსპორტის ზრდა მხოლოდ 6 ქვეყანამ აჩვენა, რაც უკვე მიუთითებს ძალიან სერიოზულ პრობლემებზე ამ ინდუსტრიაში ან ზოგადად მოხმარებაში. ორგანიზაციის მონაცემებით, ხილისა და თხილის ექსპორტი გაიზარდა ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა ჩილე, პერუ, კოსტა რიკა, ეგვიპტე, მაროკო და გვატემალა, ე.ი. იმ ქვეყნებმა, რომლებმაც ისარგებლეს არასეზონური მიწოდების შესაძლებლობით და ვისაც ჰყავს იაფი მუშახელი. თუმცა ევროკავშირის ყველა ქვეყანამ, რომლებსაც აქვთ უმაღლესი შემოსავლის დონე და მაღალი შრომის ხარჯები, მნიშვნელოვნად შეამცირეს ხილისა და თხილის ექსპორტი.


„ხილი და თხილი, უმეტესწილად, არ არის აუცილებელი საკვები. 2022 წელს მსოფლიომ განიცადა ეკონომიკური და ენერგეტიკული შოკი, რომელიც გამოწვეული იყო რუსეთის სამხედრო აგრესიით უკრაინის წინააღმდეგ. ამან გამოიწვია მწარმოებლებისთვის ენერგიის ხარჯების მკვეთრი ზრდა, ლოჯისტიკის ღირებულების მკვეთრი ზრდა და ასევე ძირითადი საკვები პროდუქტების ხარჯების ზრდა, ამიტომ ამ პირობებში ხილსა და თხილზე მოთხოვნა შესამჩნევად შესუსტდა. კიდევ ერთი მიზეზი იყო კლიმატის ცვლილებით და სხვადასხვა ამინდის ანომალიებით გამოწვეული პრობლემები, რაც იწვევს ხილის კულტურების მზარდ ზარალს“, - ამბობს ანდრიი იარმაკი, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საინვესტიციო დეპარტამენტის ეკონომისტი.


როგორ შეიცვალა ხილის ექსპორტი რეგიონის ქვეყნებში?



საქართველომ ექსპორტიდან შემოსავალი 6%-ით ანუ 13 მილიონი დოლარით შეამცირა, ძირითადი კლება დაფიქსირდა თხილზე. ასევე შემცირდა საქართველოს ექსპორტის შემოსავალი მანდარინიდან, ვაშლიდან და ხურმიდან. მეორე მხრივ, შესაძლებელი გახდა ექსპორტის მოცულობის გაზრდა ისეთ საექსპორტო კატეგორიებში, როგორიცაა მოცვი, ატამი, ბროწეული, ქლიავი, ჩირი, ლიმონი, ნუში და სუფრის ყურძენიც კი.


ჩვენს რეგიონში ხილისა და თხილის უმსხვილესი ექსპორტიორი თურქეთი ექსპორტიორების მსოფლიო რეიტინგში მერვე ადგილზე იყო. ამასთან, 2022 წელს თურქეთიდან ექსპორტი 8%-ით ანუ 424 მილიონი დოლარით შემცირდა. თურქეთის ექსპორტის შემოსავალი ძირითადად შემცირდა თხილის ექსპორტის შემცირების გამო.


პოლონეთი იღებს ძირითად შემოსავალს ექსპორტიდან გაყინული ჟოლოს მარაგებიდან. ამ კატეგორიაზე დაფიქსირდა ზრდა რეკორდულ დონემდე 2022 წელს, მაგრამ პოლონეთიდან გაყინული ბაღის მარწყვის ექსპორტი დაეცა. შემცირდა პოლონური ვაშლისა და მოცვის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალიც.


უზბეკეთმა 2022 წელს ხილისა და თხილის ექსპორტის შემოსავალი გაზარდა 21%-ით ანუ 107 მილიონი აშშ დოლარით. ამავდროულად, შემოსავლის ძლიერი ზრდა დაფიქსირდა საექსპორტო ოთხ ძირითად პროდუქტზე: სუფრის ყურძენი, ქიშმიში, ატამი და ხურმა. 


უკრაინამ, სადაც 2022 წელს შეიჭრა რუსეთის ჯარები, შეამცირა ხილისა და თხილის ექსპორტი 15%-ით ანუ 55 მილიონი დოლარით. შემცირება დაფიქსირდა შემდეგ ძირითად კატეგორიაში: გაყინული ჟოლო და სხვა გაყინული ხილი. 


მოლდოვამ, რომელიც რამდენიმე წელია ხილისა და თხილის ექსპორტიორთა რეიტინგში უკრაინის ქვემოთ იყო, 2022 წელს ექსპორტი 6%-ით ან 15 მილიონი დოლარით გაზარდა. საექსპორტო ძირითად პროდუქტებზე: ვაშლი და კაკალი, შემოსავლების მოცულობა თითქმის უცვლელი დარჩა 2021 წელთან შედარებით, მაგრამ ყურძნის, ალუბლის, გარგარის, ქლიავისა და გაყინული ჟოლოს შემოსავლის შესამჩნევი ზრდა დაფიქსირდა. 



თეგები:
ხილი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up