Twitter-ის ახალმა მფლობელმა, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა პირობა დადო, რომ ადრე დაბლოკილ ბევრ მომხმარებელს სოციალურ ქსელში დაბრუნების უფლება მიეცემა.
მსგავს გადაწყვეტილებას მისცა ხმა მასკის მიერ ჩატარებული არაფორმალური გამოკითხვის მონაწილეების აბსოლუტურმა უმრავლესობამ.
„ხალხმა ნათლად აჩვენა, რა უნდათ. ამნისტია მომავალ კვირას დაიწყება,“ - დაწერა მასკმა ტვიტერზე, მომხმარებელთა გამოკითხვის პასუხად და ბოლოს ლათინური გამოთქმაც დაურთო Vox Populi, Vox Dei, რაც ითარგმნება როგორც „ხმა ერისა, ხმა ღვთისა“.