ხობი 2 ჰესის სამშენებლო სამუშაოების 20% შესრულებულია. ჰესის მშენებლობა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში, ლუგელას ხეობაში აქტიურ ფაზაშია.
დასრულებულია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. ამჟამად მიმდინარეობს TBM დანადგარის დასაწყობება. უახლოეს დღეებში მისი აწყობა და გვირაბის გაჭრა დაიწყება.
ჰიდროელექტროსადგური 44,5 მეგავატი სიმძლავრის იქნება და წელიწადში 192,4 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის გამომუშავებას შეძლებს. ჰესის მშენებლობა 2 წელში დასრულდება.
პროექტის ღირებულება 100 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. სამუშაოებს ,,კავკასუს როუდ პროჯექტი“ ახორციელებს.
gbc.ge