,,ხომლის მარანმა“ მარკეტინგული სტრატეგია შეცვალა - კომპანია ღვინოს მხოლოდ დიდ ბრიტანეთში ჰყიდის

,,ხომლის მარანმა“ მარკეტინგული სტრატეგია შეცვალა - კომპანია ღვინოს მხოლოდ დიდ ბრიტანეთში ჰყიდის

access_time2022-03-23 14:00:59

რუსეთ-უკრაინის ომის გამო ,,ხომლის მარნის“  გეგმები გლობალურ ბაზრებზე შეიცვალა.  ლონდონის პრესტიჟულ მაღაზიაში მოხვედრის შემდეგ ყველაზე ძვირადღირებული ქართული ღვინო, უკრაინაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სკანდინავიის ქვეყნებშიც უნდა გაყიდულიყო, მაგრამ ყველა ახალი პროექტი შეჩერდა. როგორც ,,ხომლის მარნის დამფუძნებელი თამაზ ომანაძე ,,კომერსანტთან ამბობს,  ამ ეტაპზე ,,ხომლის უსახელოური“ მხოლოდ დიდ ბრიტანეთში გადის, სადაც მაღაზია Hedonism Wines-ის რჩეული ღვინოების სიაშია.


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად ჩვენ Telegram-ზე.


,,დიდ ბრიტანეთში მარკეტინგის მიმართულებით მიდის აქტიური მუშაობა, რათა ღვინის მოყვარულთა მაღალ სეგმენტში ქართული ღვინო უფრო ცნობადი და მოთხოვნადი გახდეს. საქართველოს მეღვინეობის შესახებ აქტიური საიმიჯო კამპანია მიმდინარეობს, რაც სამომავლოდ გაყიდვებზეც აისახება. ამ ეტაპზე მთავარი გამოწვევაა, რომ ლონდონის ბაზარზე კუთვნილი ნიშა დავიკავოთ. პარალელურად ვმუშაობთ ამერიკის  და კანადის ბაზრებზეც, მაგრამ ომი და ლოგისტიკასთან დაკავშირებული გლობალური  პრობლემის მოგვარება დიდ გამოწვევად რჩება.  უკრაინის ბაზარზე ექსპორტისთვის ვემზადებოდით, შეთანხმება თითქმის მიღწეული იყო, მაგრამ გავჩერდით. მთავარია, უკრაინელ ხალხს მშვიდობა ჰქონდეს, ბიზნესზე ამ მიმართულებით უკვე ვერც ვიფიქრებთ.  თავიდან კოვიდმა შეგვიშალა ხელი, ახლა ფინანსურმა კრიზისმა, ომი ბოლო წერტილი აღმოჩნდა. გვინდა იაპონიის ბაზარზე გასვლა, პრიორიტეტად რჩება ასევე  კანადა, ამერიკა და ევროპა. მაგრამ დამოუკიდებლად ეს ძალიან რთულია, მინიმუმ, გამოფენებში უნდა ვიღებდე მონაწილეობას, რაც დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული, ხოლო მთავრობის მხრიდან ხელშეწყობა მინიმალურ დონეზეც არ გვაქვს“, - აცხადებს თამაზ ომანაძე ,,კომერსანტთან“.

 

 

,,ხომლის მარნის“ მიერ წარმოებული ღვინო კონკრეტულ სეგმენტზეა გათვლილი და იყიდება მცირე რაოდენობით, ექსკლუზიურად VIP სტუმრებსა და კოლექციონერებზე.



ომანაძის ინფორმაციით, „ხომლის უსახელოური“ დიდ ბრიტანეთში 900 გირვანქა სტერლინგად იყიდება. აშშ-სა და სკანდინავიის ქვეყნებში ფასი დაახლოებით 500-600 დოლარი იქნება. 

 

მცირე რაოდენობით ,,ხომლის უსახელოური“ იყიდება ადგილობრივ ბაზარზეც, სადაც მისი შეძენა სულ რამდენიმე ობიექტშია შესაძლებელი: ,,8000 მოსავალი“, ,,ღვინის გალერეა“ და ,,მარიოტი“.

 

საქართველოში ,,ხომლის უსახელოურის“ ფასი 830 ლარს შეადგენს.


ღვინის მწარმოებელი კომპანია ,,ხომლის მარანი“ 2010 წელს დაარსდა. კომპანია აწარმოებს ბიო/ორგანულ ქვევრის ღვინოებს უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდებით. ვენახები გაშენებულია ხვამლის მთის ფერდობზე, რომელიც ტექნიკის გარეშე, მხოლოდ ხელით მუშავდება.


მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up