ხორბალი 81%-ით, ფქვილი 75%-ით, ზეთი 62%-ით - რამდენად არის საქართველოს დამოკიდებული რუსულ პროდუქტებზე

ხორბალი 81%-ით, ფქვილი 75%-ით, ზეთი 62%-ით - რამდენად არის საქართველოს დამოკიდებული რუსულ პროდუქტებზე

access_time2022-06-03 14:00:34

გლობალურ სასურსათო ბაზარზე რუსეთი და უკრაინა გამორჩეული მოთამაშეები არიან. კერძოდ, 2021 წელს ხორბლის ექსპორტი რუსეთიდან და უკრაინიდან ხორბლის გლობალური ექსპორტის 30%-ს შეადგენდა. გარდა ამისა, 2021 წელს ორივე ქვეყნიდან მთლიანი ექსპორტი წარმოადგენდა მზესუმზირის ზეთის გლობალური მიწოდების 55%-ს.


PMC კვლევითი ცენტრის მიმოხილვის მიხედვით, სურსათის გლობალურ ბაზარზე რუსეთისა და უკრაინის როლისა და ძირითადი საქონლის იმპორტზე საქართველოს მაღალი დამოკიდებულების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, გავაანალიზოთ საქართველოს სასურსათო ბაზრის დამოკიდებულება რუსეთსა და უკრაინაზე. PMC -მ განიხილა 3 ძირითადი საკვები პროდუქტი, რომელთა რუსეთიდან და უკრაინიდან იმპორტზე ყველაზე მეტადაა დამოკიდებული საქართველო. 2018 წელს რუსეთიდან და უკრაინიდან ხორბლის იმპორტმა საქართველოს მთლიანი შიდა მარაგის 75.3% შეადგინა, ხოლო იმავე წელს მზესუმზირის ზეთის იმპორტმა შეადგინა საქართველოში მზესუმზირის ზეთის მთლიანი შიდა მარაგის 92.2%.


„რუსეთიდან და უკრაინიდან ხორბლის იმპორტის დინამიკაზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ ხორბლის იმპორტი უკრაინიდან საქართველოში ხორბლის მთლიანი იმპორტის მხოლოდ მცირე ნაწილს იკავებდა (წლიურად საშუალოდ 0.6%), ხოლო რუსეთი (86.1%) საქართველოს მთავარი პარტნიორი იყო ხორბლის იმპორტში, რაც შესაძლოა აიხსნას უკრაინის ფასთან შედარებით (0.32 აშშ დოლარი/კგ) რუსეთიდან ხორბლის იმპორტის დაბალი ფასითა (საშუალო წლიური ფასით 0.24 აშშ დოლარი/კგ) და რუსეთიდან ტრანსპორტირების შედარებით დაბალი ხარჯით. 2012 წლიდან 2017 წლამდე რუსეთის წილი საქართველოს ხორბლის იმპორტში სტაბილურად იზრდებოდა, რასაც მოჰყვა ვარდნა 2018-2019 წლებში რუსეთში დაბალი მოსავლიანობისა და გაზრდილი ფასების გამო. შედეგად, საქართველოს ხორბლის იმპორტში ახალი მოთამაშე, ყაზახეთი, გამოიკვეთა . მას შემდეგ რუსეთიდან ხორბლის იმპორტის ფასებმა მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა და 2022 წლის პირველ კვარტალში მაქსიმუმს (0.33 აშშ დოლარს/კგ) მიაღწია, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს 2021 წლის ივნისიდან რუსეთის მიერ ხორბალზე საექსპორტო ტარიფების დაწესებითა და ომის ეკონომიკური შოკით. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის წილი კვლავ მაღალია და 2020 წელს მაქსიმუმს - 99.5%-ს მიაღწია.



მეორე მხრივ, 2012 წელს უკრაინა იყო ხორბლის ფქვილის უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანა (საქართველოს ხორბლის ფქვილის მთლიანი იმპორტის 91.8%), თუმცა ის მალე ჩაანაცვლა რუსეთმა, რაც, ასევე, შეიძლება აიხსნას რუსეთიდან იმპორტის შედარებით დაბალი საშუალო ფასებით 2013-2015 და 2018-2021 წლებში. ამრიგად, ბოლო ათწლეულის განმავლობაში რუსეთის წილი ხორბლის ფქვილის მთლიან იმპორტში იზრდებოდა და 2022 წლის I კვარტალში ხორბლის ფქვილის მთლიანი იმპორტის 98.3%-ს მიაღწია. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, რუსეთიდან ხორბლის იმპორტი მნიშნველოვნად (18.6%-ით) შემცირდა, ხოლო, ხორბლის ფქვილის იმპორტი რადიკალურად გაიზარდა (343.6%-იანი წლიური ზრდა). შესაბამისად, რუსეთის მიერ ხორბლით ვაჭრობაზე დაწესებული ტარიფების საპასუხოდ, რუსული ხორბლის ფქვილის იმპორტმა მეტწილად ჩაანაცვლა რუსული ხორბლის იმპორტი.


უკრაინის წილი მზესუმზირის ზეთის მთლიან იმპორტშიც მცირდებოდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ხოლო რუსეთის წილი იმპორტში სტაბილურად იზრდებოდა 2012 წლიდან 2020 წლამდე და 2020 წელს 89.2%-ს მიაღწია. ეს, ასევე, შეიძლება აიხსნას იმით, რომ რუსეთიდან იმპორტირებული ზეთი გამოირჩეოდა შედარებით დაბალი ფასით (საშუალოდ ბოლო ათწლეულის განმავლობაში მზესუმზირის ზეთის ფასი იყო 1.12 აშშ დოლარი/კგ) უკრაინასთან შედარებით (1.18). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წლის I კვარტალში, რუსეთიდან ექსპორტზე ფასების შემცირების მიუხედავად, რუსეთიდან იმპორტირებული მზესუმზირის ზეთის წილი მთლიანი იმპორტის 66.4%-მდე შემცირდა. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ომის ეკონომიკური შოკითა და რუსეთის მიერ მზესუმზირის ზეთზე საექსპორტო ტარიფების დაწესებით“,  აცხადებენ კვლევით ცენტრში.


მათივე ინფორმაციით, ბოლო ათასწლეულის ჯამური ანალიზის საფუძველზე ხორბლის იმპორტის 81% რუსეთიდან მოდის, რასაც მოსდევს ყაზახეთი 16%-ით. ხორბლის ფქვილის იმპორტის უმეტესი ნაწილი, ასევე, რუსეთზე მოდის (75%), რასაც მოსდევს უკრაინა (18%). მზესუმზირის ზეთის იმპორტის შემთხვევაში 62% რუსეთიდან მოდის, რასაც მოსდევს უკრაინა (30%) და აზერბაიჯანი (7%).
.


თეგები:
რუსეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up