“ხორბალი და ფქვილი კიდევ გაიაფდება - ზამთარში არანაირი პრობლემა არ გველოდება” - ლევან სილაგავა

“ხორბალი და ფქვილი კიდევ გაიაფდება - ზამთარში არანაირი პრობლემა არ გველოდება” - ლევან სილაგავა

access_time2022-11-20 15:00:14

შეთანხმება მიღწეულია - უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის ოთხი თვით გახანგრძლივდა, რაც იმის გარანტიაა, რომ უკრაინული პროდუქციით დატვირთული გემები უსაფრთხო კორიდორს მიიღებენ და სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტზე გატანას შეძლებენ. სტაბილიზაცია არის და იქნება საქართველოშიც, რადგან ქვეყანა რუსულ ბაზარზეა დამოკიდებული და იქ კი ხორბლის მზარდი მოსავალია, თანაც განიხილება საბაჟო გადასახადის ახალი ფორმულირება, რაც ბაჟს შეამცირებს. აქედან გამომდინარე, ზამთარი მარტივი გადასატანი იქნება, როგორც გლობალურად, ისე ქვეყნის შიგნითაც.

მარცვლეულის დერეფნის მოლაპარაკებების პროცესში მედიატორის როლს გაერო დათურქეთი ასრულებდნენ. აღსანიშნავია, რომ დადებითი ამბის გავრცელებიდან რამდენიმე წუთში საერთაშორისო ბირჟაზე ხორბლის ფასი 2.3%-ით შემცირდა და ბუშელი (25კგ) მარცვლეულის ღირებულებამ 7.98 დოლარი შეადგინა.

 
მარცვლეულის დერეფნის გახანგრძლივება მომავალში სტაბილიზაციას გამოიწვევს. გადაწყვეტილება ზამთრის მარტივად გადატანის საწინდარია. ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა ამბობს, რომ მსოფლიო ბაზარზე ვითარება დამშვიდდება.

"მსოფლიოსთვის ეს დადებითი სიგნალია, რადგან უკრაინა მარცვლეულის ძალიან სერიოზული მიმწოდებელია, როგორც ხორბლის, ისე სიმინდის, ზეთის და შროტის. შეთანხმების გაგრძელდება დამოკიდებული იყო იმაზე, რომ რუსული ხორბლი და სასუქები შეუფერხებლად გავიდეს საერთაშორისო ბირჟებზე. პირველი შეთანხმების დროსაც, მემორანდუმი გაფორმდადა გარკვეულწილად რუსული ხორბლის წვდომა მსოფლიოში შეზღუდული არ იყო, მაგრამმუშაობდა ე.წ. მეორადი სანქციები. ეს გულისხმობს იმას, რომ თვითონ ხორბალი და სასუქიმსოფლიო ბაზარზე სანქციებული არ იყო, თუმცა სანქცირებული იყო რუსულ პორტებში გემებისშესვლა და მარცვლეულის გამოტანა, ასევე რუსული ტვირთით დატვირთული გემების შესვლაევროპულ პორტებში.


ახლა გაეროს გენმდივნისა და თურქეთის პრეზიდენტის განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, ესპრობლემა მოხსნილია, რადგან ორმხრივი ინტერესი არსებობს, რომ მსოფლიოს მიეწოდოს მარცვლეული. რუსეთს ხორბლის რეკორდული მოსავალი აქვს და უახლოესი თვეებში უფრომეტ ხორბალის მიაწოდებს ბაზრებს, ვიდრე წინა თვეებში. ესეც ის ფაქტორია, რომელიც მინიმუმ, ფასების სტაბილურობას უზრუნველყოფს და შესაძლოა, კლებაც კი ვიხილოთ”, - განაცხადა "რეზონანსთან” სილაგავამ.



resonanscedaily





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up