ხორბალი, მზესუმზირა, შაქარი - პროდუქტები, რომლის ექსპორტი ქვეყნებმა აკრძალეს ან შეზღუდეს

ხორბალი, მზესუმზირა, შაქარი - პროდუქტები, რომლის ექსპორტი ქვეყნებმა აკრძალეს ან შეზღუდეს

access_time2022-05-27 17:30:11

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მსოფლიო ბაზარზე მიწოდების ჯაჭვი დაირღვა. ზოგიერთ პროდუქტზე მოთხოვნამ კი ისე მოიმატა, რომ მწარმოებელმა ქვეყნებმა ამ პროდუქციის ექსპორტი ან საერთოდ აკრძალეს, ან მკაცრად შეზღუდეს.



2 კვირის წინ მსოფლიოში ხორბლის მეორე უმსხვილესმა მწარმოებელმა, ინდოეთმა ექსპორტზე შეზღუდვები დააწესა.



ქვეყანაში გვალვის შედეგად ხორბლის მოსავლიანობის 15-20%-იანი შემცირებაა მოსალოდნელი, ამ მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვამ კი ისედაც მკვეთრად გაძვირებული საკვები პროდუქტების ფასები კიდევ უფრო გაზარდა.


რუსეთის უკრაინაში შეჭრამდეც საკვების ფასები ისტორიულ მაქსიმუმს აღწევდა საწვავისა და ენერგიის გაძვირების, გვალვებისა და კორონავირუსის პანდემიის ეფექტების შედეგად. იმის გათვალისწინებით, რომ ორივე ქვეყანა ხორბლის უმსხვილესი მწარმოებელია, ომმა გაღვივებულ ცეცხლზე ნავთი დაასხა და ფასები რეკორდულ ნიშნულებს მიუახლოვა.


ეკონომიკური სანქციების ზრდისა და ომის გაჭიანურების თანადროულად, გლობალურ ბაზარზე მიწოდების ჯაჭვები ირღვევა, პროდუქტები სულ უფრო ნაკლებად ხელმისაწვდომი ხდება და ქვეყნებიც შიდა ბაზარზე ფასების შესამცირებლად უფრო მეტად ფიქრობენ სხვა ქვეყნებისთვის პროდუქციის მიყიდვის შეზღუდვაზე.



„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ქვეყნების სიას, რომლებმაც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი სასურსათო პროდუქციის ექსპორტი აკრძალეს ან მკაცრი შეზღუდვები დააწესეს.

  • · ინდოეთი - ხორბალი - 2022 წლის 31 დეკემბრამდე;
  • · უკრაინა - შვრია, ფეტვი, წიწიბურა, შაქარი, მარილი, ხორცი - 2022 წლის 31 დეკემბრამდე. საექსპორტო ლიცენზიები დაწესდა ხორბალზე, სიმინდსა და მზესუმზირის ზეთზეც.
  • · რუსეთი - შაქარი და მზესუმზირის თესლი - 2022 წლის 31 აგვისტომდე. ხორბალი, მესლინი, ჭვავი, ქერი და სიმინდი - 2022 წლის 30 ივნისამდე.
  • · არგენტინა - სოიოს ზეთი, სოიოს ფქვილი - 2023 წლის 31 დეკემბრამდე.


  • · ალჟირი - პასტა, ზეთი, შაქარი, ხორბლის ნაწარმი - 2022 წლის 31 დეკემბრამდე;
  • · ეგვიპტე - მცენარეული ზეთი და სიმინდი - 2022 წლის 12 ივნისამდე. ფქვილი, ხორბალი, პასტა და ლობიო - 2022 წლის 10 ივისამდე;
  • · ინდონეზია - პალმის ზეთი - 2022 წლის 31 დეკემბრამდე;


  • · ირანი - კარტოფილი, ბადრიჯანი, პამიდორი, ხახვი - 2022 წლის 31 დეკემბრამდე;


  • · ყაზახეთი - ხორბალი, ხორბლის ფქვილი - 2022 წლის 31 ივნისამდე;


  • · კოსოვო - ხორბალი, სიმინდი, ფქვილი, ზეთი, მარილი, შაქარი - 2022 წლის 31 დეკემბრამდე;


  • · თურქეთი - საქონლის, ცხვრის და თხის ხორცი, კარაქი, ზეთი - 2022 წლის 31 დეკემბრამდე;


  • · სერბეთი - ხორბალი, სიმინდი, ფქვილი, ზეთი - 2022 წლის 31 დეკემბრამდე;


  • · ტუნისი - ხილი, ბოსტნეული - 2022 წლის 31 დეკემბრამდე;


  • · ქუვეითი - ქათმის ხორცი, მარცვლეული, ბოსტნეულის ზეთი - 2022 წლის 31 დეკემბრამდე;

bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up