„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2022 წელს ხორბლის წარმოებამ 157.4 ათასი ტონა შეადგინა, რაც 15.8 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ქერის წარმოება 0.5 პროცენტით გაიზარდა და 58.4 ათასი ტონა შეადგინა.
სიმინდის წარმოება 149.5 ათასი ტონით განისაზღვრა, რაც 35.8 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. კარტოფილის წარმოება 15.6 პროცენტით შემცირდა და 198.2 ათასი ტონა შეადგინა.
ამასთან, 2022 წლის განმავლობაში წარმოებულია 127.9 ათასი ტონა ბოსტნეული, რაც 14.2 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2022 წელს ქვეყანაში წარმოებულია 87.9 ათასი ტონა თესლოვანი ხილი, რაც 1.9 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. საანგარიშო პერიოდში წარმოებულია ასევე 69.7 ათასი ტონა კურკოვანი ხილი (წინა წელთან შედარებით 5.6 პროცენტით მეტია), 42.2 ათასი ტონა კაკლოვანი ხილი (21.7 პროცენტით ნაკლებია), 17.3 ათასი ტონა სუბტროპიკული ხილი (25.1 პროცენტით ნაკლებია), 53.1 ათასი ტონა ციტრუსი (13.8 პროცენტით ნაკლებია). გარდა ზემოთქმულისა აღსანიშნავია, რომ 2022 წელს წარმოებულია 279.8 ათასი ტონა ყურძენი, რაც 3.0 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.