ორშაბათს ხორბლის ფასები, 2021 წლის სექტემბრის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონეზე დაეცა. ექსპერტები ამის მიზეზად, მოკლევადიან პერიოდში, მიწოდების შესუსტებას ასახელებენ.
ჩიკაგოს ბირჟაზე ხორბლის ფიუჩერსი 1,6%-ით 7,1 დოლარამდე შემცირდა ერთ ბუშელზე. თებერვლის დასაწყისიდან კონტრაქტი დაახლოებით 6%-ით დაეცა, რაც ნოემბრის შემდეგ რეკორდული ტემპია.
Bloomberg-ის ცნობით, რუსეთიდან, მიმდინარე სასოფლო-სამეურნეო სეზონის მეორე ნახევარში, რეკორდული ოდენობის ხორბლის ექსპორტია მოსალოდნელი. ამავდროულად, უკრაინა ცდილობს შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმების“ კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებას.
როგორც Futures International-ის საქონლის უფროსმა ანალიტიკოსმა ტერი რაილიმ განაცხადა, ტრეიდერების მოელიან, რომ შეთანხმება წარმატებით გაგრძელდება და რეგიონიდან მარცვლეულის მარაგები მოახდენს გავლენას ფიუჩერსებზე.