საქართველოში ხორბლის მოსავლიანობა 3%-საც ვერ აღწევს

საქართველოში ხორბლის მოსავლიანობა 3%-საც ვერ აღწევს

access_time2022-06-20 13:00:49

საქართველოში ხორბლის საშუალო მოსავლიანობა 2,7%-ის დონეზეა. დაახლოებით 4-5 წლის წინ ეს მაჩვენებელი 2,3 % იყო. სასურსათო უსაფრთხოების რისკის შესამცირებლად სტრატეგიული პროდუქტების  წარმოების ზრდას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. პირველ რიგში, ეს ეხება ხორბალს, რომლის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი ბოლო წლების განმავლობაში უცვლელად 15%-ის ფარგლებშია. მთავრობა ამ მაჩვენებლის მინიმუმ გაორმაგებას, სამომავლოდ კი 50%-მდე ზრდას გეგმავს.


ამ მხრივ წლევანდელი სეზონი გარკვეულწილად იმედისმომცემია.არემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის გელა ხანიშვილის ინფორმაციით, 2022 წლის მოსავალი იძლევა შესაძლებლობას, რომ თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 5%-ით გაიზარდოს, დაახლოებით ამდენივეთი მოიმატებს მომდევნო წლების განმავლობაშიც, რაც საბოლოოდ დასახული მიზნის განხორციელებას რეალურს გახდის.


როგორც ხანიშვილი აღნიშნავს, წელს უკეთესი შედეგი განპირობებულია როგორც ამინდით, ასევე აგროღონისძიებებით, რომლებიც ფერმერებმა მთავრობის ხელშეწყობით ჩაატარეს.


„სოფლის მეურნეობა დიდწილად ამინდზეა დამოკიდებული, ცდას არ ვაკლებთ, მაგრამ თუ ამინდმა ხელი არ შეგვიწყო, პრობლემის მოგვარება ძალიან გაჭირდება. თუმცა წლევანდელი მოსავალი ამ მხრივ დიდ იმედს იძლევა.  საწყის ეტაპზე  სეზონი გამოირჩეოდა გვალვით, ამიტომ ნაკლებ მოსავალს ველოდით, მაგრამ სიტუაცია გამოსწორდა. ადრეულ გაზაფხულზე ყინვამ და თოვლმა რადიკალურად შეცვალა ვითარება,  თავის მხრივ, ფერმერებმაც დიდი მუშაობა გასწიეს  და აგროღონისძიებები ყველა წესის დაცვით შეასრულეს.  ჩვენგანაც მეტი ხელშეწყობა იყო, რის საშუალებასაც  სახელმწიფო პროგრამები იძლევიან.  ერთი მხრივ, „მექანიზატორის“ ტექნიკა გავასხვისეთ და კერძო სექტორში გადავიდა.  შარშან 13, ხოლო წელს 10 კომბაინი შეიძინეს ფერმერებმა, ხოლო ნაწილი ჯერჯერობით  სახელმწიფოს ხელში რჩება  და მომავალში გასხვისდება. ამდენად, საკმაოდ ნაყოფიერად ჩატარდა სეზონის მზადების პროცესი, ფაქტობრივად ყველა პირობაა, რომ  2022 წელს გაცილებით უკეთესი ალოობა გვქონდეს. თუკი აქამდე 15%-ს შეადგენს თვითუზრუნველყოფა,  სავარაუდოდ 20%-ს მიაღწევს.  ამ ეტაპზე 5%-იან ზრდას ვფიქრობთ.  დროთა განმავლობაში 50%-იანი თვითუზრუნველყოფის მიღწევა არ იქნება შეუძლებელი, რასაც დიდი მუშაობა სჭირდება“, - ამბობს ,,კომერსანტთან“ გელა ხანიშვილი.


ცხადია, ხორბლის თვითუზრუნველყოფის  გასაზრდელად მთავრობას  ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მოუწევს ნათესი ფართობების  გაზრდის მიმართულებითაც. ხანიშვილი ამბობს, რომ გარკვეული ზომები მიღებულია და ფართობების ზრდასთან ერთად,  დიდი ყურადღება მიექცევა მოსავლიანობის ზრდასაც, რაც მეხორბლეობაში ბოლო დროის ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა.  



,,საშემოდგომოდ გვექნება ახალი პროექტი, რომელიც საპილოტე რეჟიმში მოსავლის უკეთესი მოვლის გარანტიას უზრუნველყოფს. ეს საშუალებას მოგვცემს, გაიზარდოს როგორც ფართობები, ასევე საერთო მოსავლიანობა, რომელიც, 2021 წლის მდგომარეობით, 2,7 ტონაა 1 ჰექტარზე. წინა წლებში, დაახლოებით 4-5 წლის წინ  ეს მაჩვენებელი 2,3% იყო.  ვფიქრობთ, მიმდინარე წელი გამორჩეული იქნება როგორც მოსავლის დაბინავების ორგანიზების თვალსაზრისით, რისთვისაც შექმნილია შტაბი, ასევე გამორჩეული იქნება კარგი მოსავლიანობით. შარშან მთელი საქართველოს ტერიტორიაზე ავიღეთ, დაახლოებით, 140 ათასი ტონა ხორბალი, წლევანდელი მაჩვენებლები 160-170 ათას ტონას მიაღწევს“, - აცხადებს  გელა ხანიშვილი.


რაც შეეხება ხორბლის მოსავლიანობის ევროპულ სტანდარტს,  სპეციალისტების ინფორმაციით, საქართველოში 1 ჰა ფართობზე მარცვლეულის  მოსავლიანობით საქართველო ევროპას 3,5-ჯერ, სხვა აგრარულ კულტურებში უფრო მაღალი მაჩვენებლითაც ჩამორჩება. 


1 ჰექტარზე საქართველოში 2.7  ტონა ხორბალი მოჰყავთ, ევროპაში კი - 9 ტონა. გარდა ამისა, საქართველოში 1 ჰექტარ მიწაზე 2.1 ტონა ქერი იწარმოება, ხოლო ევროპაში - 7 ტონა.


ცნობისთვის,   გლობალურ სასურსათო ბაზარზე რუსეთი და უკრაინა გამორჩეული მოთამაშეები არიან. კერძოდ, 2021 წელს ხორბლის ექსპორტი რუსეთიდან და უკრაინიდან ხორბლის გლობალური ექსპორტის 30%-ს შეადგენდა. 


PMC კვლევითი ცენტრის მიმოხილვის მიხედვით,  2012 წლიდან 2017 წლამდე რუსეთის წილი საქართველოს ხორბლის იმპორტში სტაბილურად იზრდებოდა, რასაც მოჰყვა ვარდნა 2018-2019 წლებში რუსეთში დაბალი მოსავლიანობისა და გაზრდილი ფასების გამო. შედეგად, საქართველოს ხორბლის იმპორტში ახალი მოთამაშე, ყაზახეთი, გამოიკვეთა . მას შემდეგ რუსეთიდან ხორბლის იმპორტის ფასებმა მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა და 2022 წლის პირველ კვარტალში მაქსიმუმს (0.33 აშშ დოლარს/კგ) მიაღწია, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს 2021 წლის ივნისიდან რუსეთის მიერ ხორბალზე საექსპორტო ტარიფების დაწესებითა და ომის ეკონომიკური შოკით. 


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up