ხორბლის სუბსიდიის პრინციპი ვიცით, პირობები არა - ლევან სილაგავა

ხორბლის სუბსიდიის პრინციპი ვიცით, პირობები არა - ლევან სილაგავა

access_time2022-03-22 14:00:53

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში კერძო  სექტორთან შეხვედრა გუშინ, 21 მარტს ისე დასრულდა, რომ ბიზნესმა ხორბლის სუბსიდიასთან დაკავშირებით პასუხი ვერ მიიღო. შესაბამისად, უცნობია, წელს რა ნაწილს დაასუბსიდირებს მთავრობა და რეალურად რა ღონისძიებები გატარდება, რის საფუძველზეც პურის ფასი უნდა შენარჩუნდეს.


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად ჩვენ Telegram-ზე.


,,ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა“ ასოციაციის დირექტორის ლევან სილაგავას განცხადებით, სუბსიდიის პრინციპი ცნობილია, მაგრამ პირობებზე ბიზნესმა არაფერი იცის, რაც იმპორტთან და ფასებთან დაკავშირებით გაუგებრობას იწვევს.


,,რეალურად ვერ მივხვდი, რატომ არ მოხდა ამ საკითხის განხილვა. ხორბალი ძვირდება და სუბსიდიის მექანიზმის ჩართვა აუცილებელი ხდება. ასეთ დროს ჩვენ არ ვიცით არაფერი. ხორბალს თუ დაუწესდება სუბსიდია, წესით, კომპანიამ უნდა შემოიტანოს სუბსიდირებით და ბაზარს მიაწოდოს იმ ფასად, რაც წარმოებისთვის მისაღებია. ჩვენ მომხმრე ვართ, პირდაპირ პურის სუბსიდია მოახდინონ, ბევრი გაუგებრობა ახლავს ამ ამბავს, რატომღაც მიაჩნიათ, რომ ეს არის საჩუქარი წისქვილებისთვის, მაგრამ სინამდვილეში მათ არანაირ შეღავათს  არ აძლევს. პირობითად, შემოვიტანთ 400 დოლარად და, სიტყვაზე, გაიყიდება 80 ლარად, რაღაც ნაწილს მთავრობა დაასუბსიდირებს, ჩვენთვის ამით არაფერი იცვლება, არც მოგების მარჟას ზრდის. სხვაობა სინამდვილეში მომხმარებელს უფინანსდება.

 

ჩვენ ვამბობდით, რომ მიგვეღო სარკისებური გადასახადი და ლამის მტრებად გამოგვაცხადეს. ამას ვამბობდით იმიტომ, რომ ყოფილიყო მარაგი და მეტად სტაბილური სიტუაცია გვქონოდა. თავისი ბიზნესიდან გამომდინარე, პურის მწარმოებლებმა დააჯერეს მთავრობა, რომ ფქვილის იმპორტი კარგია, რუსეთიდან შემოდის და იაფია. მთავრობამაც მათი პოზიცია გაითვალისწინა და აქამდეც მივედით. ახლა უკვე სუბსიდირების გარდა სხვა გამოსავალი არ არის“, - ამბობს ,,კომერსანტთან“ ლევან სილაგავა.



მისი თქმით, 2 კვირაში ხორბალი გლობალურ ბაზრებზე 100 დოლარით არის გაძვირებულია, რაც წარმოებისთვის დიდი პრობლემაა და სუბსიდიის მექანიზმის აუცილებელ ჩართვას მოითხოვს.


,,საკმაოდ დიდი ფასებია, 450 დოლარს მიაღწია 1 ტონა ხორბლის ღირებულებამ ბაზრებზე. ჩვენი პოზიცია იყო, რომ სჯობს, ფასებს მივყვეთ ნელნელა. ახლა ისე მოხდა, რომ შემოდიოდა მხოლოდ ფქვილი დაბალ ფასად, მაგრამ რადგან მარაგი არ იყო, საშუალო შეწონილი ფასითაც ნელ-ნელა ვერ გადავდიოდით.  ამასობაში 2 კვირაში ხორბალი  100 დოლარით გაძვირდა. შესაბამისად, ბაზრისთვის ამას დარტყმის ეფექტი აქვს და მივიღეთ ისეთი მოცემულობა, როცა ფქვილის იმპორტმა ხორბლის იმპორტი გააჩერა. პრიორიტეტი ხორბლის მარაგი უნდა ყოფილიყო. საჭიროა ისეთი ტენდერი, რომელიც პარამეტრებს განსაზღვრავს იმგვარად, რომ ბაზრისთვის ფქვილის მიწოდება 68 ლარად გახდეს შესაძლებელი. პრინციპი ვიცით, პირობები - არა, რის გარეშეც ტენდერში ვერ შევალთ, ამიტომ გაურკვევლობაში ვართ“, - აცხადებს ლევან სილაგავა ,,კომერსანტთან“.


„საქსტატის“ მონაცემებით,მიმდინარე წლის თებერვალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით, ხორბლის პურის ფასი საქართველოში 22.3%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში 20.7%-ით არის გაზრდილი ფქვილის ფასიც.


როგორც აღინიშნა, სუბსიდიასთან დაკავშირებით დეტალებზე  მთავრობის წარმომადგენლები ჯერჯერობით არ საუბრობენ.


სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, ხორბლის და ფქვილის მარაგები ქვეყანას საკმარისი აქვს. ასევე პირველადი მოხმარების  პროდუქტები შეფერხების გარეშე შემოდის და  ქვეყანას ამ მიმართულებით საფრთხე არ ემუქრება.

 

მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up