ხორბლის სუბსიდირება, ფქვილზე გადასახადის დაწესება - რა გზებს განიხილავს სახელმწიფო ხორბლის იმპორტის ზრდისა და პურის ფასის შენარჩუნებისთვის

ხორბლის სუბსიდირება, ფქვილზე გადასახადის დაწესება - რა გზებს განიხილავს სახელმწიფო ხორბლის იმპორტის ზრდისა და პურის ფასის შენარჩუნებისთვის

access_time2022-03-02 12:50:00

ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას ფქვილისა და ხორბლის ნაწილში საფრთხე არ ემუქრება - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა განუცხადა.


მისი თქმით, თუ რუსეთიდან ხორბლის შემოტანა შეიზღუდა, საქართველო ხორბალს ევროპაში იყიდის.


„ყველაფერი ლოგიკურადაა. FAO-ს სტანდარტების მიხედვით, ხორბლის გარდამავალი ნაშთი ქვეყანაში სასურველია იყოს მთლიანი მოხმარების 12%-ის ფარგლებში. იმ შემთხვევაში როცა, 5-6 თვეა ჩვენთან ფქვილის ხვედრითი წილი იზრდება და მიაღწია 13-14 ათას ტონას, წინა თვეში კი 16 ათასი ტონა შემოვიდა. ეს არის დაახლოებით 30 ათასი ტონა ხორბლის ექვივალენტი. ამავე დროს, შემოდის დაახლოებით 12 ათასი ტონა ხორბალიც, ეს კი ერთად ქმნის 12%-ს. იმის გამო, რომ წისქვილები გაჩერებული არიან და ვეღარ აწარმოებენ იმ რაოდენობის ფქვილს, რასაც აქამდე, ამის გამო ხორბალში მარაგი აბალანსებს ნაშთს. თუ ჩვენ გვექნება მოცემულობა, რომ შემცირდება ფქვილის მარაგი, ბუნებრივია, გაიზრდება ხორბლის მარაგი.


ახლა ეს მოცემულობაა და კარგად უნდა ავუხსნათ მოსახლეობას, რომ ამ ნაწილში სასურსათო უსაფრთხოების კუთხით პრობლემები არ გვაქვს და არც გვექნება. რუსული ბაზრის დაკეტვის შემთხვევაში კი, ჩვენ ხორბალს შემოვიტანთ ევროპიდან“, - განაცხადა ხანიშვილმა.



მინისტრის მოადგილემ, ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რას გეგმავს მთავრობა რუსეთში ხორბალზე დაწესებული მცურავი საბაჟო გადასახადის დასაბალანსებლად.


„სექტორთან საუბარია არა მხოლოდ სუბსიდირებაზე, არამედ სარკისებურ დაბეგვრაზეც, როგორც ამას წისქვილები უწოდებენ. ანუ, სხვაობა იმპორტირებულ ფქვილსა და გადასამუშავებელ ხორბალს შორის რაც არის რუსეთში არსებული ექსპორტის გადასახადის გამო, მის დაბალანსებაზეა საუბარი. ერთის მხრივ, ხორბალზე სუბსიდირებით, მეორეს მხრივ კი, ფქვილზე შესაბამისი განაწესის დამატებით, რომ დავიჭიროთ სწორი ბალანსი და არ მოხდეს პურის გაძვირება. ეს სქემა შევთავაზეთ, მაგრამ წისქვილებმა დააყენეს საკითხი ცოტა სხვანაირად. მათი პოზიციაა, რომ მხოლოდ ფქვილზე დაწესდეს გადასახადი ორივე მდგენელიდან გამომდინარე. რასაც ვფიქრობთ, რომ არალოგიკურია ჩვენი სამინისტროს პოზიციით, თუმცა ველოდებით ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდანაც პოზიციების დაფიქსირებას“, - აცხადებს გელა ხანიშვილი ,,ბიზნესპრესნიუსთან“.


ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის იანვარში, გასული წლის დეკემბერთან შედარებით, ხორბლის იმპორტი საქართველომ 17%-ით, 11.8 ათას ტონამდე შეამცირა. იმავე პერიოდში ფქვილის იმპორტი 8.5%-ით, 8.9 ათას ტონამდე გაიზარდა.


BPN.GE



თეგები:
პური



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up