„ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ხორბლის მარაგის რაოდენობა საყურადღებო პარამეტრებთანაა მიახლოებული

„ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ხორბლის მარაგის რაოდენობა საყურადღებო პარამეტრებთანაა მიახლოებული

access_time2021-11-05 15:00:00

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორის ლევან სილაგავას განცხადებით, საქართველოში ხორბლის მარაგის რაოდენობა საყურადღებო პარამეტრებთანაა მიახლოებული და მთლიანად ფქვილის იმპორტზე გადასვლის შემთხვევაში საქმე სასურსათო უსაფრთხოებას შეეხება.



როგორც სილაგავამ განაცხადა, რამდენიმე წისქვილკომბინატმა უკვე დაიწყო ფქვილის შემოტანა ხორბლის შემოტანის შემცირების ხარჯზე და „ეს საყურადღებო სიტუაციაა“.



მისივე თქმით, სწორია, რომ იყოს როგორც იმპორტირებული, ისე ადგილობრივი წარმოების ფქვილი, თუმცა „მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის თანაფარდობა იყოს დაცული.



„მარაგების მხრივ დღეს კატასტროფა არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს საყურადღებო პარამეტრებთან მიახლოებული. გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, საით წავიდეთ. რამდენიმე წისქვილკომბინატმა უკვე დაიწყო ფქვილის შემოტანა ხორბლის შემოტანის შემცირების ხარჯზე - გადავიდა იმპორტზე. ეს არის ძალიან საყურადღებო სიტუაცია. მთავრობის ყველა შტო საქმის კურსშია და უახლოეს მომავალში ველოდებით, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული“,- განაცხადა ლევან სილაგავამ.




მისი განცხადებით, უნდა შემუშავდეს მსოფლიოში მიღებული მექანიზმები. „იმპორტირებული ფქვილი ამ დროისთვის იაფია, თუმცა გრძელ ვადაში გარკვეული პრობლემების შექმნის დროს უფრო სერიოზულად და მყისიერად ურტყამს ფქვილის და პურის ფასს. აქედან გამომდინარე, ბალანსი ისაა, რომ შემუშავებული იყოს მექანიზმები, რომელიც მსოფლიოში მისაღებია - ეს არის გარკვეული სატარიფო კვოტები და იმ რაოდენობის ფქვილის ლიცენზირების გაყიდვა, რომელიც სასურსათო უსაფრთხოებას არ დააზიანებს“,- განაცხადა ლევან სილაგავამ მედიაცენტრ „მთავარში“ .



მისივე განცხადებით, წიქვილკომბინატები არჩევანის წინაშე არიან - გადაამუშავონ ხორბალი, თუ ფქვილის იმპორტზე გადაერთონ.



„ჩვენ არ ვართ იმპორტირებული ფქვილის წინააღმდეგი, სწორი კონკურენციის პირობებში, მაგრამ სხვაობა შემოსულ 1 ტონა ფქვილსა და 1 ტონა ხორბალს შორის 70 დოლარია, რაც მზარდია. ჯერ კიდევ სეზონის დასაწყისში მცურავი ბაჟი 25 დოლარი იყო, ახლა 70 დოლარია, შესაბამისად, ყველაზე რთული გამოწვევა ისაა, რომ მარაგების თემაში გადავდივართ. დღეს წისქვილები არჩევანის წინაშე არიან, რა გააკეთონ - გადამამუშავონ ხორბალი, ანუ ხორბალი შემოიტანონ, რაც წამგებიანში გადადის, თუ გადაერთონ ფქვილის იმპორტზე. ის თანხა, რომელიც დღეს ხორბლის შესასყიდად გადის, მიმართული იყოს ფქვილის შესასყიდად, შესაბამისად, წისქვილკომბინატები გახდებიან არა ღირებულებათა ჯაჭვის შემქმნელები, არამედ ფქვილის იმპორტიორები. ეს ქვეყანაში მარაგების შემცირებას იწვევს, სტრატეგიული მარაგების, რაც სასურსათო უსაფრთხოებასთანაა მიბმული. მეორე მხრივ, ეს არის თემა, მთლიანად ფქვილის იმპორტზე გადავდივართ - ფქვილი შემოდის და პირდაპირ პურის ქარხანაში შედის. როდესაც ბაზარზე კატაკლიზმები ხდება, უცებ იზრდება პურის ფასი და ხორბლის მარაგების კრიტიკულ ნიშნულზე არსებობის გამო არ გვაქვს საშუალო შეწონილი ფასით ფქვილის ფასის რეგულირების შესაძლებლობა. ეს არის არა ერთი ბიზნესის მიმართულება, არამედ ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების“,- განაცხადა ლევან სილაგავამ.



IPN.GE






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up