რუსეთ-უკრაინის ომის და აშშ-სა და ევროკავშირის მრავალჯერადი სანქციების ფონზე, ხორვატია ბოსნიასთან ტრანს სასაზღვაზრო გაზსადენს აშენებს, რომლითაც თავის გაზის ქსელს ბოსნიისა და ჰერცოგოვინიის გაზთან დააკავშირებს. პროექტის ღირებულებაა 100 მილიონი ევროა. ამის შესახებ Euractiv-ი წერს.
ხორვატიის ეკონომიკის მინისტრ დავორ ფილიპოვიჩის ინფორმაციით, საუბარია ბოსნიის და ჰერცეგოვინას ხორვატიის ქსელთან და ადრიატიკის ჩრდილოეთით მდებარე კუნძულ კრკის თხევადი ბუნებრივი გაზის ტერმინალთან დაკავშირებაზე.
ეს მონაკვეთი სამხრეთ გაზის კავშირის ნაწილია. დაგეგმილი პროექტი, ითვალისწინებს 180-კილომეტრიანი ტრანსსასაზღვრო გაზსადენის მშენებლობას, რომელიც ხორვატიას ბოსნიასა და ჰერცეგოვინასთან დააკავშირებს, რაც ხელს შეუწყობს ბოსნიის დამოკიდებულების სრულად შემცირებას რუსული გაზზე.