ხორვატიის სახელმწიფო მინისტრი ევროპულ საქმეებში, ანდრეა მეტელკო-ზგომბიჩი აცხადებს, რომ ხორვატია ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ მოსაზრებებს ეთანხმება.
„ხორვატია მიესალმება ევროკომისიის მოსაზრებებს სამი ქვეყნის შესახებ. ხორვატია სრულად უჭერს მხარს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უკრაინისთვის. ასევე, მიესალმება კანდიდატის სტატუსს მოლდოვასთვის და მყარი ევროპული პერსპექტივის საქართველოსთვის გადაცემას. ლიდერებს არ უნდა დაავიწყდეთ დასავლეთ ბალკანეთის 6 სახელმწიფო, რომელთა ნაწილიც მოლაპარაკებების პროცესშია და ნაწილი კანდიდატის მიღების პროცესში. ხორვატია მხარს უჭერს ბოსნია-ჰერცოგოვინასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, მაგრამ პირობად დაუყოვნებლად საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის გათვალისწინებით“, - აცხადებს ხორვატიის სახელმწიფო მინისტრი ევროპულ საქმეებში.
ევროკომისიამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე დასკვნა მოამზადა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რეკომენდაციას უწევეს საბჭოს, საქართველოს მიანიჭოს ევროპული პერსპექტივა და შემდეგ კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე პირობების შესრულება შეფასდეს.