„ხშირად ინიშნება არა მხოლოდ უფრო ძვირი მედიკამენტი, არამედ წამალი, რომელიც საერთოდ არ სჭირდება ადამიანს“

„ხშირად ინიშნება არა მხოლოდ უფრო ძვირი მედიკამენტი, არამედ წამალი, რომელიც საერთოდ არ სჭირდება ადამიანს“

access_time2022-01-13 19:00:00

„კონკურენციის სააგენტოს დასკვნა დაფუძნებულია პრინციპზე, შეისწავლოს ურთიერთჩანაცვლებადი მედიკამენტების კონკურენტული წნეხის არსებობა“, - ამის შესახებ ,,რადიოპალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაციის თავმჯდომარემ განაცხადა.



ირაკლი მარგველაშვილი ამბობს, რომ კონკურენციის სააგენტომ, დასკვნა ასოციაციასთან მჭიდრო კოორდინაციით მოამზადა და მიზნად ისახავს, ბაზარზე არსებული რისკების შემცირებას.



„საქართველოს ჯანდაცვის სექტორი არის უნიკალური, რასაც უდიდესი ნაწილი კერძო სექტორის მფლობელობაშია და ძალიან მცირე ნაწილი სახელმწიფოსი, ვგულისხმობ, ჰოსპიტალურ სექტორს. რაც შეეხება ფარმაცევტულ ნაწილს, ჩვენ გვყავს მეწარმეები, რომლებიც ამავდროულად აწარმოებენ წამლებს, აქვთ კლინიკები და არიან საცალო და საბითუმო ბაზარზე. კონკურენციის სააგენტომ ჩაატარა კვლევა, რამდენად ახდენს ეს ყველაფერი გავლენას ღირებულებაზე და პაციენტთა კეთილდღეობაზე. ეს დასკვნა 3 წელი მზადდებოდა და ძალიან ინტერაქტიულად მუშაობდნენ ჩვენთან, რისთვისაც მადლობას ვუხდი. დასკვნა ეხება ყველა საკითხს, რომელიც რისკის ჯგუფს წარმოადგენს. როცა კლინიკა და აფთიაქი ერთი მფლობელის ხელშია, რა თქმა უნდა, რისკი არის. კვლევის მთავარი შედეგი რეკომენდაციის ნაწილია, როგორ უნდა შევამციროთ რისკები.



კონკურენციის სააგენტოს დასკვნა დაფუძნებულია პრინციპზე, შეისწავლოს ურთიერთჩანაცვლებადი მედიკამენტების კონკურენტული წნეხის არსებობა. დღეს საქართველოში ბაზარზე დაახლოებით 11 000 მედიკამენტია, რაც აჩენს კითხვას - არის თუ არა 10-15 ერთი და იგივე დასახელების და რის მიხედვით ინიშნება რომელიმე. ეს კვლევა და კონტროლი რომ განხორციელდეს, უნდა გვქონდეს კანონი, რომელიც არ გვაქვს. ერთადერთი საკანონმდებლო აქტი 2009 წელს მიღებული ამ კანონის არსი კი მხოლოდ დერეგულაციაა. კონკურენციის სააგენტოს დასკვნაშიც წერია, თუ ჩვენ არ შევცვალეთ კანონი და ხარისხობრივად ურთიერთ ჩანაცვლებადი მედიკამენტები არ გვექნება მივდივართ თანხის ნაწილთან 1 დახარჯული ლარი არის თუ არა თანაფარდი სარგებელი მომხმარებლისთვის“ - ამბობს მარგველაშვილი.




მისივე თქმით, რამდენიმე აუცილებელი ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში, შესაძლებელია წამლის ფასის მოკლე დროში კლება.



,,არსებობს რესურსი, წამლის ფასმა დაიკლოს. რამდენიმე ასპექტი უნდა გამოიყოს ჩვენ ვამბობთ, რომ არის ფასნამატები. ამის შესაცვლელად შეიძლება გაკეთდეს ფასდერეგულაცია საბითუმო და საცალო ბაზარს შორის. ჩვენი მედიკამენტი ის კი არ არის, კონკრეტული მედიკამენტის ფასმა დაიწიოს, ჩვენ ნაკლები მედიკამენტი უნდა დაგვჭირდეს.



კონკურენციის სააგენტომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი დაუთმო ფარმაცევტულ კომპანიებსა და სამედიცინო პერსონალს შორის ურთიერთობას. როცა საუბარია იმაზე, რომ ფარმაცევტული წნეხის ქვეშაა სამედიცინო პერსონალი, კანონი კი ამას არ არეგულირებს.



ხშირად ინიშნება არა მხოლოდ უფრო ძვირი მედიკამენტი, არამედ წამალი, რომელიც საერთოდ არ სჭირდება ადამიანს. ყველაზე სწრაფი მეთოდია, ფასნამატებზე რეგულაცია, ურთიერთობის დარეგულირება სამედიცინო პერსონალსა და ფარმაცევტულ სექტორს შორის. მერწმუნეთ, ეს არ არის რთული. ბევრად რთულია ჰოლდინგური კომპანიების დაშლა, რომლის ალტერნატივაც ახლა ბაზარზე არ გვაქვს. კონკურენციის სააგენტოს დასკვნაშიც წერია, რომ მსხვილ ქსელურ კომპანიებს, რომლებიც ასეთ ჰოლდინგებში შედიან, ფასნამატი დაახლოებით 15-26% აქვთ, მაშინ, როცა ნაკლები ზომის კომპანიებს 200-1 000% აქვთ ფასნამატი“,- განაცხადა ირაკლი მარგველაშვილმა ,,საქმეში“.



BPN.GE






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up