ხსნიან საკუთარ რესტორნებს, რუსულად ადგენენ მენიუს... როგორ შეიძლება ეს ხდებოდეს ნორმალურ სახელმწიფოში - „ტრეფიკ თრეველი“

ხსნიან საკუთარ რესტორნებს, რუსულად ადგენენ მენიუს... როგორ შეიძლება ეს ხდებოდეს ნორმალურ სახელმწიფოში - „ტრეფიკ თრეველი“

access_time2022-08-16 17:00:00

რეალობაა ასეთი, ხსნიან საკუთარ რესტორნებს, სამსახურში აჰყავთ საკუთარი მოქალაქეები და შესაბამისად, მენიუებსაც რუსულად ადგენენ, ისე რომ იქ სტაფში, ქართული საერთოდ არავინ იცის - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ტურისტული კომპანია „ტრეფიკ თრეველის“ მმართველმა პარტნიორმა ცოტნე ჯაფარიძემ განუცხადა. მისივე თქმით, კონკურენცია კარგია, მაგრამ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში, ეს ასე არ უნდა ხდებოდეს.


როგორც ცნობილია, აჭარაში რესტორნების ნაწილს მხოლოდ რუსული მომსახურე პერსონალი ჰყავს.


„არა მარტო ტურიზმის სფეროში, ზოგადად რუსების უკონტროლო შემოდინება დიდი პრობლემაა. ვერანაირად ვერ ვიქნები წინააღმდეგი, რომ უცხოელები შემოვიდნენ და აქ იმუშაონ, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყანაზე, რომელიც ჩვენი მტერია და ფაქტობრივი ომის პირობებში ვართ. შესაბამისად, მათ არ უნდა ჰქონდეთ საშუალება, ჩამოდიოდნენ, ყველანაირი კონტროლის გარეშე შემოვიდნენ ქვეყანაში, დააფუძნონ კომპანია, გახსნან საბანკო ანგარიში და დაიწყონ საქმიანობა.


ეს ნიშნავს, რომ ადგილობრივ ბაზარზე ტურიზმის მცირე ნიშასაც თავად დაეპატრონებიან და რუს ტურისტებს თავად რუსები მოემსახურებიან. ადგილობრივებს პირდაპირ ართმევენ სამსახურს და შედიან კონკურენციაში. ზოგადად, ცხადია კარგია კონკურენცია, რაც ჯანსაღ გარემოს ქმნის, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან.



რეალობაა ასეთი, ხსნიან საკუთარ რესტორნებს, სამსახურში აჰყავთ საკუთარი მოქალაქეები და შესაბამისად მენიუებსაც რუსულად ადგენენ, ისე რომ იქ სტაფში, ქართული საერთოდ არავინ იცის. როგორ შეიძლება ეს ხდებოდეს ნორმალურ სახელმწიფოში?“, - განაცხადა ჯაფარიძემ.


მისივე თქმით, უკონტროლოა სიტუაცია გიდების სექტორშიც, მაგრამ ლიცენზირება მხოლოდ დამატებით ბიუროკრატიულ ბარიერს გააჩენს და რეალური გამოსავალი აქაც, რუსეთისთვის დაწესებული მკაცრი სავიზო რეჟიმია.


,,რუსების შემოდინებაზე ერთადერთი გამოსავალი მკაცრი სავიზო რეჟიმია, მაგრამ ამ რეალობიდან გამომდინარე, ჩვენი ხელისუფლება ამას ნამდვილად არ იზამს. მეტიც, ხელს უწყობენ მათ შემოდინებას და უფრო და უფრო მეტად ველი სიტუაციის გაუარესებას. რაც შეეხება გიდების დარეგულირებულ ბაზარს, ლიცენზირებაც და სერტიფიცირებაც დამატებითი ბიუროკრატიული ბარიერია, რასაც კატეგორიულად ვეწინააღმდეგები. შექმნიან ახალ, გაურკვეველ სიპს, დაასაქმებენ საკუთარ აქტივს და ნათესავებს და ლიცენზიებს კვლავ გასცემენ ისე, როგორც დღესაა. წესიერი სახელმწიფო რომ იყოს, კიდევ შეიძლება ამაზე საუბარი, მაგრამ ახლა შედეგი არ დადგება. ამიტომ, ერთადერთი გამოსავალია, რომ შეზღუდო ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეები ბიზნეს საქმიანობაში“, - განაცხადა ცოტნე ჯაფარიძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.


წყარო: bpn.ge 







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up