ხულოს ვაშლოვანში ახალი სკოლისა და საერთო საცხოვრებლის ასაშენებლად 10 მილიონი ლარი დაიხარჯება

ხულოს ვაშლოვანში ახალი სკოლისა და საერთო საცხოვრებლის ასაშენებლად 10 მილიონი ლარი დაიხარჯება

access_time2022-05-22 17:00:29

ხულოში, სოფელ ქვემო ვაშლოვანში საჯარო სკოლის არსებულ შენობას დაანგრევენ და მის ადგილზე ახალ შენობას ააშენებენ. სკოლის სამსართულიან შენობასთან ერთად ააშენებენ ხუთსართულიან კამპუსსაც [საერთო საცხოვრებელს]. საჯარო სკოლის ახალი შენობა გათვლილია 300 ბავშვზე, ხოლო კამპუსი 170 ადამიანზე.

საჯარო სკოლის ძირითადი შენობის და კამპუსის მშენებლობის სამუშაოების მრავალწლიან [2022-2025 წწ] სახელმწიფო შესყიდვაზე ტენდერი აჭარის განათლების სამინისტრომ 10 მილიონ 283 ათას 87 ლარით გამოაცხადა.

ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 12 ივნისს დაიწყება და ხუთ დღეში, 17 ივნისს დასრულდება.

ტენდერის პირობის მიხედვით, „მიმწოდებლის მიერ სამუშაოები უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების დადებიდან 36 კალენდარულ თვეში. ვადის ცვლილების [გაზრდის] საფუძველს არ წარმოადგენს მეტეოროლოგიური მოვლენები, ასევე ობიექტის მიმდებარედ მიმდინარე სხვა სამუშაოები. აღნიშნულ ვადაში გათვალისწინებულია ზამთრის პერიოდიც.“


რამდენიმე ინფორმაცია ახალი სკოლის პროექტიდან:

  • ამ დროისთვის საჯარო სკოლის სარგებლობაშია 2494 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები, რომელთა დემონტაჟი უნდა განხორციელდეს, გარდა არსებული მონუმენტისა. ტერიტორიის ჩრდილო-დასავლეთი მდებარეობს 1186 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელზეც მოწყობილია ღია სპორტული მოედანი, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მდებარეობს 511კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც ფიზიკური პირის საკუთრებაა და იგეგმება მისი შემოერთება და გაერთიანდება ძირითად მიწის ნაკვეთთან.
  • საპროექტო ტერიტორიაზე განთავსდება ორი ძირითადი შენობა – სკოლის და კამპუსის შენობები.
  • სკოლის შენობა წარმოადგენს მართკუთხა ფორმის სამსართულიან ნაგებობას. პირველ სართულზე წარმოდგენილია: ფოიე, ადმინსტრაციული ოთახები, სველი წერტილები და საკლასო ოთახები. მეორე სართულზე – ბიბლიოთეკა წიგნების საცავით, სააქტო დარბაზი გასახდელებითა და საკლასო ოთახები. ხოლო მესამე სართულზე – სპორტული დარბაზი სამაყურებლო აივნით, გასახდელებით და ინსტრუქტორის ოთახით, საკლასო ოთახები და სველი წერტილები.
  • შენობა დაყოფილია ორ ბლოკად. ბლოკი წარმოდგენილია ცალქანობიანი სახურავით, ხოლო ბლოკი ორქანობიანით. სახურავი მოწყობილია სენდვიჩპანელებით. სართულებს შორის კავშირი ხორციელდება ერთი კიბის უჯრედის და ლიფტის მეშვეობით.
  • კამპუსი წარმოადგენს მართკუთხა ფორმის ხუთსართულიან ნაგებობას. პირველ სართულზე წარმოდგენილია: ფოიე, მიმღები, მომსახურე პერსონალის ოთახები, სველი წერტილები, რომლებიც ადაპტირებულია შშმ პირებზე. სასადილო სამზარეულოთი, საძილე ოთახი მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის, რომლებიც აღჭურვილია შშმ პირთათვის. მეორე სართულზე გვხვდება მხოლოდ მოსწავლეთა ერთ და ოთხადგილიანი საძილე ოთახები. ასევე სარეკრეაციო სივრცე. მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულებზე განთავსებულია საძილე ოთხადგილიანი ოთახები. სართულებს შორის კავშირი ხორციელდება ერთი კიბის უჯრედის და ლიფტის მეშვეობით.“


წყარო: batumelebi.netgazeti.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up