ხუმრობით, რომ ვთქვა შეიძლება ბევრი რამე მომწონდეს ან არ მომწონდეს, მაგრამ ქვეყნისთვის და ფინანსური სექტორის სტაბილურობისთვის, სისტემური რისკების შემცირებისთვის მნიშვნელოვანია, რომ დოლარიზაცია შემცირდეს, - ასე გამოეხმაურა „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე კითხვას „მოსწონს თუ არა საბანკო სექტორს ლარიზაციის პოლიტიკა“’.
ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი ბანკის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ „უბრალოდ სწორი მექანიზმები უნდა გატარდეს ამის განსახორციელებლად“.
„უბრალოდ, თავი რომ არ მოვიტყუოთ ერთ წელიწადში არ შეიძლება მოხდეს. საკმაოდ კარგი ტრენდია. მე მახსენდება 5-10 წლის წინ დოლარიზაცია 79%-ზე მეტი იყო. ახლა 50%-ზე ქვემოთაა ჩამოსული. არის ბუნებრივი, ნეიტრალური დონე. ალბათ ნულზე არც უნდა ჩამოვიდეთ. არიან ექსპორტიორები, კომპანიები, რომელთაც უცხოურ ვალუტაში აქვთ შემოსავლები და მათთვის ბუნებრივად სწორია უცხოურ ვალუტაში ჰქონდეთ სესხები. ბუნებრივი ზღვარი არსებობს, სადაც უნდა ჩამოვიდეს დოლარიზაცია“,- აცხადებს „ფორმულასთან“ ბუცხრიკიძე და დასძენს, რომ ქვეყანაში დოლარიზაციის მაჩვენებლის ნიშნული 25-30%-ზე უნდა იყოს.
სებ-ის მონაცემებით, უცხოური და ეროვნული ვალუტის დეპოზიტების ზრდის ტემპებიდან გამომდინარე, დეპოზიტების დოლარიზაცია, 2022 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით 0.5 პპ-ით შემცირდა და 57.1%-ს შეადგენს. სექტემბრის ბოლოს, იურიდიული პირების დეპოზიტების დოლარიზაცია 1.8 პპ-ით შემცირდა და 45.0% შეადგინა, ფიზიკური პირების დეპოზიტების დოლარიზაცია 0.2 პპ-ით 72.6%-მდე შემცირდა. აღსანიშნავია, რომ სექტემბერში ფიზიკური
პირების ვადიანი დეპოზიტების დოლარიზაციამაც მოიკლო და წინა თვესთან შედარებით 0.4 პპ-ით, 68.6%-მდე შემცირდა.
რაც შეეხება წლიურ მაჩვენებლებს, სებ-ის ინფორმაციით ქვეყანაში დოლარიზაციის მაჩვენებელი ასე გამოიყურება: