ხუთ წელში საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის რაოდენობა 48%-ით გაიზარდა

ხუთ წელში საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის რაოდენობა 48%-ით გაიზარდა

access_time2023-04-11 18:00:30

2018 წლიდან 2022 წლამდე საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის რაოდენობა 48%-ით 439 ათასიდან 648 ათასამდე გაიზარდა. შემწეობის მიმღები მოსახლეობის წილი კი 12%-დან 18%-მდე არის გაზრდილი. ინფორმაციას PMC კვლევითი ცენტრი აქვეყნებს.


რეგისტრირებული ოჯახებისა და საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა 2018 წლიდან 2019 წლამდე შემცირდა [რეგისტრირებული ოჯახები 318 ათასიდან 308 ათასამდე და შემწეობის მიმღები ოჯახები 128 ათასიდან 120 ათასამდე]. 2019 წლიდან 2022 წლამდე რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობა 20%-ით გაიზარდა და 370 ათასი შეადგინა, ხოლო საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახები - 47%-ით და 176 ათასი შეადგინა.


განსხვავებულია სტატისტიკა რეგიონების მიხედვით, 2018 წლიდან 2019 წლამდე, აჭარის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და ქვემო ქართლის გარდა დანარჩენ რეგიონებში, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების წილი შემცირდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან 2022 წლამდე შემწეობის მიმღები ოჯახების წილი ყველა რეგიონში გაიზარდა. ყველაზე შესამჩნევი ზრდა დაფიქსირდა აჭარაში (8.3 პროცენტული პუნქტით), ყველაზე მცირე - თბილისში (4.1 პროცენტული პუნქტით).


საერთო ჯამში, გაანალიზებულ პერიოდში (2018-2022 წწ) შემწეობის მიმღები ოჯახების ყველაზე მაღალი წილი დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში (საშუალოდ 44.2%), სამეგრელო-ზემო სვანეთსა (18.3%) და შიდა ქართლში (16.9%), ხოლო ყველაზე დაბალი დაფიქსირდა თბილისში (9.8%), სამცხე-ჯავახეთსა (11%), და იმერეთში (11.6%). ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სოციალური პროგრამების საბიუჯეტო ხარჯები თანდათან გაიზარდა (3.3 მილიარდი ლარიდან 6 მილიარდ ლარამდე). შესაბამისად, გაანალიზებულ პერიოდში ასევე გაიზარდა სოციალური პროგრამების ხარჯების წილი მთლიანი ბიუჯეტის ხარჯებში 37%-დან 40%-მდე.



საქართველოში საარსებო შემწეობის პროგრამა ფინანსურად ეხმარება ყველაზე ღარიბ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 120 001-ზე ნაკლებია. სარეიტინგო ქულას განსაზღვრავს სოციალური მომსახურების სააგენტო და ის ასახავს ოჯახის შემოსავალსა და ქონებას. კერძოდ, რაც უფრო დაბალია ქულა, მით უფრო ღარიბია ოჯახი. საქართველოში ყველა ოჯახს შეუძლია დარეგისტრირდეს სოციალური მომსახურების სააგენტოს პლატფორმაზე და მოითხოვოს საარსებო შემწეობა.


2018 წლიდან 2022 წლამდე საშუალო თვიური საარსებო შემწეობა ერთ ოჯახზე 163 ლარიდან 256 ლარამდე გაიზარდა, ხოლო საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი - 292 ლარიდან 314 ლარამდე.


ორგანიზაციის განცხადებით, 2020 წლიდან საარსებო შემწეობის მიმღებ ბენეფიციართა რაოდენობის ზრდა შეიძლება გამოწვეული იყოს ახალი ქულების კატეგორიის (100001-120000) დამატებით სააგენტოს რეიტინგში. გარდა ამისა, 2020 და 2021 წლებში ზრდა ასევე გამოწვეული იყო COVID-19 პანდემიით და მის მიერ გამოწვეული შედეგებით. კერძოდ, პანდემიის პერიოდში მთავრობამ ოჯახების გადამოწმებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. მორატორიუმის პირობებში ოჯახებს უნარჩუნდებათ სარეიტინგო ქულა და უწყვეტად უგრძელდებათ სოციალური დახმარება. შედეგად, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამას ეტაპობრივად ახალი ბენეფიციარები ემატებოდნენ, გადამოწმება კი არ ხდებოდა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up