2022 წელი უმსხვილესი კომპანიების ნაწილისთვის მკვეთრი ვარდნის ტენდენციით ხასიათდებოდა. Amazon, Tesla, Google იმ კომპანიებს შორისაა, რომლებმაც გასულ წელს ყველაზე მეტი საბაზრო ღირებულება დაკარგეს.
გასულ წელს ყველაზე მეტი საბაზრო კაპიტალიზაცია შემდეგმა კომპანიებმა დაკარგეს:
Amazon
Amazon პირველი კომპანია გახდა, რომელმაც 1 ტრილიონი დოლარის კაპიტალიზაცია დაკარგა. დღევანდელი მონაცემებით, ჯეფ ბეზოსის მიერ დაფუძნებული ელექტრონული კომერციის გიგანტის საბაზრო ღირებულება 970 მილიარდ დოლარს შეადგენს, თუმცა ის ისევ რჩება მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების ხუთეულში.
Tesla
ყველაზე ცუდი შედეგების მქონე კომპანიების რეიტინგში მეორე ადგილზე ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla-ა, რომელმაც გასულ წელს 940 მილიარდი დოლარის საბაზრო კაპიტალიზაცია დაკარგა.
Tesla-ს კაპიტალიზაცია ამჟამად 386 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის უმსხვილესი კომპანიების რეიტინგში მე-17 ადგილზეა.
გასული წელი არასახარბიელო შედეგებით დაასრულა Google-ის მშობელმა კომპანია Alphabet-მაც, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია ერთ წელში დაახლოებით 800 მილიარდი დოლარით შემცირდა.
ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის საბაზრო ღირებულება ამჟამად 1.2 ტრილიონ დოლარს აღწევს და ის უმსხვილესი კომპანიების რეიტინგში მეოთხე ადგილზეა.
Meta
2022 წელი განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა Meta-სთვის, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია 750 მილიარდი დოლარით შემცირდა.
Facebook-ის, Instagram-ისა, WhatsApp-ის მფლობელი კომპანია მსოფლიო რეიტინგში მეოცე ადგილს იკავებს და მისი ღირებულება 350 მილიარდ დოლარს შეადგენს.
Nvidia
2022 წელი ნახევარგამტარებისა და ვიდეობარათების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Nvidia-სთვის საბაზრო კაპიტალიზაციის 500 მილიარდი დოლარით შემცირებით დასრულდა. ბოლო მონაცემებით კომპანიის კაპიტალიზაცია 400 მილიარდ დოლარია.