ხვალ რუსეთის ფინანსურ სისტემას გაუთენდება შავი დღე - რომან გოცირიძე

ხვალ რუსეთის ფინანსურ სისტემას გაუთენდება შავი დღე - რომან გოცირიძე

access_time2022-02-27 10:10:19

ხვალ რუსეთის ფინანსურ სისტემას გაუთენდება შავი დღე. დღეს კვირაა და ბევრი ხვალ გაიგებს, რა უბედურება დაატყდათ თავს, ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.


"მიუხედავად იმისა, რომ სვიფტს რამდენიმე დღეში გაუთიშავენ, თანაც ჯერ მხოლოდ რამდენიმე ბანკს, თავად ამ ინფორმაციას მოჰყვება შესაბამისი შედეგები. ე.წ. მოლოდინებიც კი მძიმე იქნება. რუსეთში სულ 335 ბანკია. მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურ უმეტესობას ჯერ არ შეეხებიან, თუ გავითვალისწინებთ რა აქტივებს ფლობენ და რა როლი უკავიათ რუსეთის ეკონომიკაში იმ ბანკებს, რომლებსაც სანქციები შეეხო, ფინანსური შოკი გარდაუვალია.


რუსეთის ცენტრალური ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვებიც გაყინეს. ესეც უპრეცედენტო ფაქტია-ასეთი რამ მხოლოდ ავღანეთს, ვენესუელას და ირანს დამართეს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ამისთვის ემზადებოდა, რაც დასავლეთმა გააკეთა სრული მოულედნელობა აღმოჩნდა. დარტყმა მიიღო იქიდან, საიდანაც არ ელოდა-ევროსაგან(ევროპისაგან). რუსეთმა თავისი რეზერვების დიდი ნაწილი განარიდა დოლარს-იყიდა ოქრო, რომელიც თავისი ქვეყნის საცავებში განათავსა, ყიდულობდა ევროს, ჩინურ იუანს, მცირე რაოდენობით სხვა სარეზერვო ვალუტებსაც(ფუნტი, იენი, ფრანკი), თავი რომ ქუდში ეგონა, სწორედ ამ დროს მოხვდა თავში ევროკავშირისაგან, ევროში განთავსებული რეზერვებიც მიაყინეს.



მიუხედავად იმისა, რომ პროცენტულად გაყინული უცხოური ვალტის ოდენობა რუსეთის მთლიან რეზერვებში ნაკლებია იმაზე, რაც რუსეთის ცენტრალურ ბანკს დარჩა სხვა ფორმით, თავად ფაქტი და მომავალში ნავთობდოლარების განთავსების დივერსიფიცირების შეუძლებლობა უმძიმეს დღეში აგდებს რუსეთს სხვა ფინანსურ სანქციებთან ერთად. ამ პროცესის უკუშემობრუნებას დასჭირდება წლები და რუსეთის ხოხვით მისვლა დასავლეთის ქვეყნებთან. მსგავსი სანქციები არის რუსეთის აგრესიის შეკავების( რიგში ჩვენ რომ ვყავართ ამას არ უნდა დიდი მკითხაობა) იარაღი და არა კარასინ-აბაშიძე-ღარიბაშვის უდღეური “დიპლომატია”.


რაც შეეხება ჩინეთს, მისი ტექნოლოგიური სიძლიერე დასავლური ინვესტიციებით არის შექმნილი და დიდად არ გარისკავს რუსეთისათვის, აქტიურად არ წაახმარს თავის ფინანსურ(მათ შორის საანგარიშწორებო) სისტემას რუსეთს. სიმბოლურია სანქციებში რუსი ოლიგარქების იახტების დაყადაღება-თავად იახტა არის გოიმობა და რუსის იახტა ხომ სულაც ორჯერ",  წერს გოცირიძე.

თეგები:
გოცირიძე



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up