ხვალიდან რეფერენტული ფასები ძალაში შედის – ფარმაცევტული სექტორი სამინისტროს პასუხს ელოდება

ხვალიდან რეფერენტული ფასები ძალაში შედის – ფარმაცევტული სექტორი სამინისტროს პასუხს ელოდება

access_time2023-02-14 14:30:30

ხვალიდან, 15 თებერვლიდან, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების რეფორმა ძალაში შედის, რაც იმას ნიშნავს, რომ ფარმაცევტულ კომპანიებს წამლების ზღვრულ ფასებზე ძვირად გაყიდვის უფლება არ ექნებათ. თუმცა, რეალურად, რამდენ მედიკამენტზე გავრცელდება ხვალიდან ეს რეგულაცია, ჯერჯერობით უცნობია. საქმე ისაა, რომ რეფერენტული ფასების კატალოგი 14 იანვარს გამოქვეყნდა,  ფარმაცევტულ სექტორს კი 31 იანვრის ჩათვლით ჰქონდა ვადა, სამინისტროსთვის მიეწოდებინა დასაბუთებული განაცხადი, თუ რომელი წამლის ფასის შეცვლაა აუცილებელი.

 

სამინისტროს მათი განაცხადები უნდა შეესწავლა და თუკი ისინი არგუმენტირებული იქნებოდა, ფასების გადახედვა დადგენილი პრინციპებით მოხდებოდა. გადაწყვეტილება – გაითვალისწინებს თუ არა სამინისტრო მათ არგუმენტებს და დააკორექტირებს თუ არა რეფერენტულ ფასს – 15 თებერვლამდე უნდა იქნას მიღებული, რადგან სწორედ ამ დღიდან შედის ძალაში რეგულაცია.

 

თუმცა, რამდენ მედიკამენტზე შევიდა განაცხადი უწყებაში, რამდენი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და რამდენი – არა, ჯერჯერობით უცნობია. ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს არც ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაცია. მისი ხელმძღვანელი ირაკლი მარგველაშვილი jandacva.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ კომპანიებმა რეფერენტულ ფასებს დაქვემდებარებული მედიკამენტების დაახლოებით 30%-ზე შეიტანეს განაცხადი, თუმცა როგორი იქნება ჯანდაცვის სამინისტროში მოქმედი სპეციალური კომისიის გადაწყვეტილება – მისთვის უცნობია.

 


„ჯანდაცვის სამინიტროსთან ამ საკითხზე კომუნიკაცია ბოლოს 10-12 დღის წინ გვქონდა. როგორც ფარმაცევტულ კომპანიებს სამინისტროდან აცნობეს, კომისია ამ კვირაში უნდა შეიკრიბოს. თუმცა შეგახსენებთ, რომ სანქციები 15 მარტამდე არ ამოქმედდება. ამიტომ როგორ განვითარდება მოვლენები, უცნობია. მთავარი კითხვაა – თუკი სამინისტრო უარს ეტყვის კომპანიას კონკრეტული მედიკამენტის ფასის შეცვლაზე, კომპანია კი ამას არ ეთანხმება, რა ხდება შემდეგ?  ან თუ კომპანიის მიერ წარდგენილი კომენტარები მეთოდოლოგიურად არაა გამართული დაზუსტებას მოითხოვს. ბევრი ტექნიკური დეტალია, რომელზეც ბიზნესი პასუხს ელოდება. ასევე გადასაწყვეტია უკვე არსებული მარაგების საკითხი, რომლის რეალიზაციაც ბიზნესს გარკვეულ თანხად აქვს დაგეგმილი. ხომ ვერ ვაიძულებთ კერძო ბიზნესს, მედიკამენტები თვითღირებულებით გაყიდოს? ახლა მთავარია, რამდენად ადეკვატური და დროული იქნება რეაგირება ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან,“- განაცხადა მარგველაშვილმა.

 

მისი თქმით, ფარმაცევტული ბიზნესი ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციას უახლოეს პერიოდში ელოდება.

 

შეგახსენებთ, რომ რეფერენტული ფასების სისტემას დაქვემდებარებული მედიკამენტების კატალოგი, ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო 1330 წამალს მოიცავს. ირაკლი მარგველაშვილი განმარტავს, რომ გამოქვეყნებული სია მოიცავს საქართველოს ბაზარზე დარეგისტრირებულ წამლებს, რეალურად მიმოქცევაში კი ამ წამლებიდან დაახლოებით 700 მედიკამენტია.



jandacva.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up