ხვალიდან საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

ხვალიდან საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

access_time2022-07-03 19:30:42

ხვალიდან საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. ტრადიციულად საგამოცდო პროცესი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გაიხსნება.


ქვეყნის მასშტაბით სრულ მზადყოფნაშია 22 საგამოცდო ცენტრი, რომლებიც დარეგისტრირებულ 90 000-მდე გამოსაცდელს – აბიტურიენტებს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეებს, მაგისტრანტობის კანდიდატებს, მასწავლებლობისა და პედაგოგის სტატუსის ამაღლების მსურველებს მიიღებს.


ხვალ, საგამოცდო ცენტრებში აბიტურიენტთა პირველ ნაკადს 08:00 საათზე ელოდებიან. გამოცდა ერთ საათიანი სარეგისტრაციო პროცედურის დასრულების შემდეგ, 09:00 საათზე დაიწყება. რეგისტრაციაზე დაგვიანების შემთხვევაში აპლიკანტები გამოცდაზე არ დაიშვებიან. მათ საგნების, სექტორებისა და საათების შესახებ ინფორმაციის მიღება საგამოცდო ბარათიდან შეუძლიათ. ბარათი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ცენტრში გამოცხადებისას აუცილებლად თან უნდა იქონიონ.



რაც შეეხება კოვიდრეგულაციებს, პირბადის ტარება სავალდებულო არ არის, თუმცა ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია გაიკეთონ.


იმ შემთხვევაში თუ, აპლიკანტს გამოცდის დღეს ლაბორატორიულად „კოვიდ-19“ აქვს დადასტურებული და ჯერ არ არის გასული საიზოლაციო შვიდდღიანი ვადა, გამოცდაზე დასწრებას ვერ შეძლებს. მას საგნის ჩაბარების უფლება დადასტურებიდან მე-8 დღეს მიეცემა. მანამდე, ვირუსის გამო გაცდენილ საგნებს კი სპეციალურად მსგავსი შემთხვევებისთვის დანიშნულ სესიაზე ჩააბარებენ. ასეთი კატეგორიისთვის უკვე შექმნილია ახალი ტესტები.


კოვიდინფიცირებას რაც ეხება, აბიტურიენტს საშუალება აქვს გამოცდაზე მოვიდეს დადასტურებიდან მე-8 დღეს. ჩვენ უკვე ცხელ ხაზზე შემოგვივიდა რამდენიმე ზარი, კოვიდინფიცირებასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, 4 ივლისს რამდენიმე აბიტურიენტი გამოეთიშება ამ პროცესს, ვინაიდან მათი ინფიცირებიდან შვიდი დღე არ იქნება გასული. ჩვენ მათ განმეორებით ჩავუტარებთ გამოცდას. მინდა, ყურადღება გავამახვილო, რომ გამოცდის დღეს, მას უკვე უნდა ჰქონდეს ლაბორატორიულად დადასტურებული კოვიდი ან არ უნდა იყოს მე-8 დღე. თუ გამოსაცდელს აქვს ეჭვი, რომ მას შეიძლება ჰქონდეს კოვიდი, თუ მას ლაბორატორიულად დადასტურებული არ აქვს, მას განმეორებითი სესია არ დაენიშნება. სჯობს, მოვიდეს, გვაცნობოს, რომ მას ასეთი ეჭვი აქვს და ჩვენ ვუზრუნველყოფთ იმას, რომ ის დავსვათ სარეზერვო სექტორში უსაფრთხოდ“, – განაცხადა  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up