ხვალიდან, 1-ლი თებერვლიდან თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის საფასურის გადახდის წესი იცვლება და სააბონენტო სისტემა შედის ძალაში. გადახდა ძველი ბარათებით ისევ შესაძლებელი იქნება, მაგრამ ამ შემთხვევაში ერთჯერადი მგზავრობის საფასური ორმაგდება და 1 ლარი ხდება. მოსწავლეებზე, სტუდენტებზე, პენსიონრებზე, სოციალურად დაუცველებზე და სხვა ჯგუფებზე დაწესებული საშეღავათო ტარიფი ნარჩუნდება და დამატებით მიკრო ავტობუსებზეც გავრცელდება.
ცვლილებების ამოქმედების შემდეგ 6 სხვადასხვა ვადის აბონიმენტი იმოქმედებს:
1 დღიანი - 3 ლარი;
1 კვირიანი - 20 ლარი;
1 თვიანი - 40 ლარი;
3 თვიანი 100 ლარი;
6 თვიანი 150 ლარი;
1 წლიანი 250 ლარი.
ახალი სააბონენტო სისტემა მეტროსა და ავტობუსთან ერთად მიკროავტობისსა და საბაგიროსაც გააერთიანებს. ასევე 1-ლი თებერვლიდან შემორჩენილი ყვითელი ავტობუსებიც გაჩერდება და თბილისში მხოლოდ ახალი ლურჯი მიკროავტობუსები იმოძრავებენ. იცვლება მათი ნომრები და მარშრუტებიც. ავტობუსის გაჩერებაზე მდგარ ტაბლოებზე რომლებიც ადრე მხოლოდ მხოლოდ ავტობუსების მარშრუტებს აჩვენებდა უკვე დაემატა მიკროავტობუსების ნაწილიც.