ხველას უნდა ვაცალოთ, მივიღოთ ისეთი მარტივი საშუალებები, რაც დროებით კომფორტს გვაგრძნობინებს - მაია ბუწაშვილი

ხველას უნდა ვაცალოთ, მივიღოთ ისეთი მარტივი საშუალებები, რაც დროებით კომფორტს გვაგრძნობინებს - მაია ბუწაშვილი

access_time2022-12-06 13:00:13

ხველას უნდა ვაცალოთ, მივიღოთ ისეთი მარტივი საშუალებები, რაც დროებით კომფორტს გვაგრძნობინებს, - აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი წერს, რითაც მოსახლეობაში ვირუსული ინფექციების გამო დარჩენილ ხანგრძლივი ხველის სიმპტომს და მასთან ბრძოლის მეთოდებს გამოეხმაურა.


„ამჟამად მიმდინარე ვირუსული ინფექციების გამო ძალიან ბევრს აწუხებს ხველა, რომელიც ხშირად ხანგრძლივდება (ზოგჯერ რამდენიმე კვირამდე) და ძალიან შემაწუხებელია. ამის გამო ადამიანები სხვადასხვა არასაჭირო მკურნალობას მიმართავენ და ხშირად სრულიად უსარგებლო და ზოგჯერ მავნე მედიკამენტებს იღებენ, უმრავლეს შემთხვევაში სრულიად უშედეგოდ. პაციენტი დაჟინებით მოითხოვს დაენიშნოს "ხველის წამალი", რომლისგანაც ადამიანებს მოლოდინი აქვთ, რომ ხველა "უნდა მოურჩინოს". რეალურად კი ასეთი ჯადოსნური წამლები არ არსებობს.


"ხველის წამლების" ნაწილის ამოცანაა, გაათხიეროს ნახველი, რომ ადამიანმა უფრო ადვილად შეძლოს ნახველის ამოღება. ანუ ეს წამლები ხველას "არ შველის", უბრალოდ აადვილებს ნახველისგან განთავისუფლებას. ეს კი უკმაყოფილებას იწვევს - „წამალს ვსვამ და მაინც ვახველებ“.



ზოგიერთი წამალი უბრალოდ თრგუნავს ხველას, რაც "მორჩენა" კი არ არის, უბრალოდ ხველის დათრგუნვაა და დროებით, მოჩვენებითი ეფექტი აქვს.


მოკლედ, ალბათ მისაყვედურებთ, რომ აპოკალიპტური სცენარი დავხატე, მაგრამ, სამწუხაროდ, ფაქტიურად ასეა. ამიტომ, ხველას უნდა ვაცალოთ, მივიღოთ ისეთი მარტივი საშუალებები, რაც დროებით კომფორტს გვაგრძნობინებს. მაგალითად, საწუწნი აბები ან კანფეტები, ხალხური მედიცინის ფანი არ ვარ, მაგრამ თაფლის მოწუწვნასაც აქვს ასეთი დროებითი, ხველის დამამშვიდებელი ეფექტი. მივიღოთ თბილი სითხე, კარგია თბილი ორთქლი, მაგალითად, შხაპის მიღებისას ხველა მშვიდდება ხოლმე. მოკლედ, მაქსიმალურად შევიმსუბუქოთ დამღლელი სიმპტომები და დაველოდოთ თანდათან თავისით გაუმჯობესებას.


საყურადღებო სიმპტომები, როცა შეიძლება უფრო სერიოზული ჩარევა გახდეს საჭირო, არის მოყვითალო ან მომწვანო ნახველი, ცხელება 38 და მეტი, სუნთქვის გაძნელება, გულმკერდის არეში ტკივილი. ასეთ დროს შეიძლება აუცილებელი იყოს გულმკერდის რენტგენი და პნევმონიის შემთხვევაში ანტიბიოტიკოთერაპია“, წერს სოციალურ ქსელში ინფექციონისტი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up