ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია საკუთარ ავტოგრაფიან მაისურს მიწისძვრით დაზარალებული თურქი ბავშვების დასახმარებლად აუქციონზე ყიდის. განცხადება თურქულ პორტალ Socratessahada-ზე გამოჩნდა.
მაისურის ღირებულება 25 000 თურქული ლირაა (3500 ლარზე მეტი), აუქციონის დასრულებამდე 4 დღეა დარჩენილი. ვებგვერდი წერს, რომ მიღებული თანხა პირდაპირ Darushşafaka-სა და TEGV-ზე ორიენტირებულ პროექტებზე გადაირიცხება, რაც დაზარალებული ბავშვების საჭიროებებსა და განათლებას მოხმარდება.
აუქციონი კვირას 19 თებერვალს, 23:59 საათზე, სრულდება.