ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ კანდიდატთა შორის ათეულში დაწინაურდა, სიაში პირველ ადგილზე ლიონელ მესია.
რეიტინგში, მერვე ადგილზე მყოფი ხვიჩა კვარაცხელიას დახასიათებაში წერია:
„2022-23 წლების სეზონის ევროპული ფეხბურთის გამორჩეული ვარსკლავი ტემპის დაგდებას არ აპირებს და „ნაპოლიც“ აგრძელებს სერია А-ში წინსვლას.
ადამიანი, რომელსაც ნეაპოლში „კვარადონას“ ეძახიან, შესაძლოა ჯერ კიდევ არაა ვერცხლისწყალივით არგენტინელის დონეზე, მაგრამ მისი გმირობა ამ სეზონში ნიშნავს, რომ ის იმსახურებს მოხსენიებას მარადონას მსგავსად, ყოველ შემთხვევაში, სამხრეთ იტალიაში მაინც.“
თავიდან 22 წლის ქართველი ფეხბურთელი კანდიდატთა სიაში მე-17 პოზიციაზე იყო.
„ოქროს ბურთის” კანდიდატთა რეიტინგი:
1. ლიონელ მესი (პსჟ)
2. კილიან მბაპე (პსჟ)
3. ერლინგ ჰალანდი („მანჩესტერ სიტი“)
4. რობერტ ლევანდოვსკი („ბარსელონა“)
5. ნეიმარი (პსჟ)
6. მარკუს რაშფორდი („მანჩესტერ იუნაიტედი“)
7. ვინისიუს ჟუნიორი („რეალი“)
8. ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“)
9. ვიქტორ ოსიმენი („ნაპოლი“)
10. ჯამალ მუსიალა („ბაიერნი“).