„ნაპოლის“ ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია transfermarkt-ზე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების რეიტინგში 54-ე პოზიციიდან მე-15-ზე გადაინაცვლა. კვარა 60 მილიონი ევროდან დღეს უკვე 85 მილიონ ევროდაა შეფასებული.
2022 წელს წელს კვარას ფასი transfermarkt-ზე 15 მილიონიდან ჯერ 35 მილიონი გახდა, შემდეგ - 60.
ამ სიის სამეულში არიან:
1. კილიან მბაპე - ცენტრფორვარდი - „პარი სენ-ჟერმენი“ - 180 მლნ ევრო,
2. ერლინგ ჰოლანი - ცენტრფორვარდი - „მანჩესტერ სითი“ - 170 მლნ ევრო,
3. ვინისიუს ჯუნიორი - მარცხენა გარემარბი - „მადრიდის რეალი“ - 120 მლნ ევრო.
რაც შეეხება ყველაზე ხშირად ნანახი ფეხბურთელების რეიტინგს, კვარაცხელია ამ რეიტინგში პირველ ადგილზეა. მეორეზეა „მანჩესტერ სითის“ ფეხბურთელი ერლინგ ჰოლანი და მესამეზე - „ნაპოლის“ თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი.