„ნაპოლის“ ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელია Transfermarket-ზე ყველაზე ხშირად ნანახი ფეხბურთელების სამეულშია. გუშინ ქართველი ფეხბურთელი ამ სამეულში პირველ ადგილზე იყო. დღეს მას ყველაზე მოთხოვნადმა და ყველაზე ძვირადღირებულმა „მანჩესტერ სითის“ ფეხბურთელმა ერლინგ ჰოლანმა გადაუსწრო და ქართველმა ფეხბურთელმა პირველიდან მეორე ადგილზე გადაინაცვლა. მესამეზეა - ლიონელ მესი, მეოთხეზე - რონალდო.
Transfermarket-ზე კვარცხელიას ფასი 60 მილიონი ევროა. ის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელებში 54-ე ადგილზეა. ამ რეიტინგში სამეული ასე გამოიყურება:
1. კილიან მბაპე - ცენტრფორვარდი - „პარი სენ-ჟერმენი“ - 180 მლნ ევრო,
2. ერლინგ ჰოლანი - ცენტრფორვარდი - „მანჩესტერ სითი“ - 170 მლნ ევრო.
3. ვინისიუს ჯუნიორი - მარცხენა გარემარბი - „მადრიდის რეალი“ - 120 მლნ ევრო.