ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ, გარკვეული დაჯგუფების მხრიდან, მიმდინარეობს ნეგატიური კამპანია - სამინისტრო ფეხბურთელს მხარდაჭერას უცხადებს

ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ, გარკვეული დაჯგუფების მხრიდან, მიმდინარეობს ნეგატიური კამპანია - სამინისტრო ფეხბურთელს მხარდაჭერას უცხადებს

access_time2022-07-16 18:28:23

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ხვიჩა კვარაცხელიას მხარდაჭერას უცხადებს და განმარტავს, რომ ცნობილი ფეხბურთელის მიმართ ნეგატიური კამპანიის წარმოება დაიწყო, რაც ყოვლად მიუღებელია.


„სპორტის სამინისტრო ხვიჩა კვარაცხელიას სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ნაკრებისა და ,,ნაპოლის'' ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ, გარკვეული დაჯგუფების მხრიდან, მიმდინარეობს ნეგატიური კამპანია.


საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის მიუღებელია სპორტსმენის მიმართ მსგავსი თავდასხმები.


ჩვენ ხვიჩა კვარაცხელიას დიდ წარმატებებს ვუსურვებთ და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ“, აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

რატომ დაიწყო ფეხბურთელის მიმართ ნეგატიური კამპანიის წარმოება?

ხვიჩა კვარაცხელიამ ცოტა ხნის წინ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, სადაც ერთ-ერთ კითხვა/პასუხი, საქართველოში განხილვის თემა გახდა.


ჟურნალისტის კითხვაზე, „რატომ დატოვე რუსეთი?“ - კვარაცხელია პასუხობს:

„ვფიქრობ, ეს ცოტა რთული საკითხია, უფრო პოლიტიკური შეკითხვაა. იმიტომ დავტოვე რუსეთი, რომ საჭიროება მოითხოვდა და წავედი საქართველოში სათამაშოდ და ვფიქრობ, ჩემი ქვეყნის გამო სწორი გადაწყვეტილება მივიღე“,- ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.


ამის შემდეგ კი ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით სოციალურ ქსელებში ნეგატიური კომენტარების დაფიქსირება და მისი ბულინგი დაიწყო.


„ქართველს, ოკუპირებული ქვეყნის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს, უკრაინაზე რომ გკითხავენ და იტყვი, პოლიტიკაში არ ვერევიო, ნაპოლიში კი არა, რეალში რომ ითამაშო, მაგრად მკიდია უკვე. ამის გამო ერთხელ კრიტიკული სტატუსი დავწერე. მერე ვიფიქრე, იქნებ ბათუმში გადასვლის შემდეგ მაინც თქვას-მეთქი რამე და ცოტა შევარბილე. ისევ ხმა არ ამოიღო. ახლა იტალიაშია, ჟურნალისტებმა შეკითხვა დაუსვეს და იქაც კრინტი ვერ დაძრა პუტინზე.

არ ვიცი, რა ვალდებულებები აქვს ასეთი რუსულ კლუბთან, მაგრამ მართლა ვერ ვუგულშემატკივრებ, სანამმკაფიო პოზიცია არ ექნება უკრაინაზე. ფეხბურთი ბოროტებაზე თვალის დახუჭვას არ ნიშნავს. ფეხბურთი პოლიტიკისგან არ იმიჯნება“ - დაწერა ჟურნალისტმა ვახო სანაიამ სოციალურ ქსელში.


თუმცა ფეხბურთელს დამცველებიც მრავლად გამოუჩნდა, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოდან.


დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო აგორებულ ამბებს სოციალური ქსელით გამოეხმაურა. მისი თქმით, კვარაცხელია ომის დაწყებისთანავე რუსეთიდან წამოვიდა და ეს იყო მისი პატრიოტული განაცხადი.


„ვიღაც არაფრისმაქნისები ხვიჩა კვარაცხელიას ლანძღავენ რუსეთს რატომ არ აგინაო. ისეთები ანთხევენ ბოღმას მართლა არაფრისმაქნისები რომ არიან და მარტო სხვის ლანძღვაში რომ გახდნენ დიდოსტატები. კვარაცხელია ომის დაწყებისთანავე რუსეთიდან წამოვიდა და ბათუმში ითამაშა დიდებულად, ეს იყო მისი პატრიოტული განაცხადი. თავი დაანებეთ ამ ბიჭს, მასზე დიდ ქართულ საქმეს არავინ არ აკეთებს და მით უფრო ვიღაც ქეციანი უსაქმურები თითი თითზე რომ არ დაუდიათ საქართველოსთვის. მიდი ხვიჩა, მაგ ტუტუცებს არ უგდო ყური! ეგეთები სულ იქნებიან, მთავარია შენ გვასახელო კიდევ უფრო მეტად! გაუმარჯოს ხვიჩა კვარაცხელიას!“, დაწერა დეპუტატმა სოციალურ ქსელში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up