ხვიჩა კვარაცხელიას ხუთი ტოპ-კლუბი აკვირდება

ხვიჩა კვარაცხელიას ხუთი ტოპ-კლუბი აკვირდება

access_time2022-10-25 11:30:00

„არეანაპოლი“ ახალ დეტალებს ავრცელებს იტალიურ მედიაში გავრცელებულ ცნობებზე, რომ „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს. იტალიური გამოცემის მტკიცებით, ქართელ ფეხბურთელს ევროპის ხუთი ტოპ-კლუბი იწვევს და გუნდის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა პირველი ნაბიჯი გადადგა და მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.


„ნეაპოლიტანური კლუბი მზად არის, 21 წლის ქართველს არაჩვეულებრივი სტარტის შემდეგ კონტრაქტი გაუხანგრძლივოს. „ნაპოლის“ უკვე აქვს მკაფიო წინადადება და ჩემპიონატის დაწყებიდან მხოლოდ სამი თვის შემდეგ 21 წლის ქართველ ფეხბურთელს კონტრაქტის ვადის გაგრძელებას შესთავაზებს. ნეაპოლიტანურმა კლუბმა უკვე დაიწყო ხვიჩას გარემოცვასთან ურთიერთობა, მას სურს თავი დაიცვას ევროპის წამყვანი კლუბების მცდელობისგან, რომლებიც მზად არიან „ნაპოლიში“ ზაფხულში ჩამოსული ქართველისთვის იბრძოლონ.


მომავალ შეთანხმებაზე და კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მხარეები უკვე საუბრობენ, რადგან ამ ფეხბურთელმა შთაბეჭდილება მოახდინა გულშემატკივრებსა და პროფესიონალებზე „ნაპოლიში“ როგორც ჩემპიონატში, ასევე ჩემპიონთა ლიგაში. „ნაპოლიმ“ უკვე დაიწყო მოლაპარაკებები კვარაცხელიას აგენტებთან მოქმედი კონტრაქტის ერთი სეზონით გახანგრძლივების და ხელფასის კორექტირების შესახებ. დე ლაურენტისის განზრახვაა, გააორმაგოს მისი ამჟამინდელი მილიონი დოლარი და გაახანგრძლივოს კონტრაქტი, რომელიც ქართველს კლუბთან კიდევ ერთი წლით დააკავშირებს.



აურელიო დე ლაურენტისმა ყველაფერი განჭვრეტა მას შემდეგ, რაც მან ქართველი თავდამსხმელის ჩამოსვლის შესახებ განაცხადა. მას აქვს გეგმა, შეაჩეროს ტოპ-კლუბების შემოტევა, რადგან „ნაპოლის“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰყავს, რაც სერია A-ში და განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე დიდი თამაშების შემდეგ გამოჩნდა. ქართველისთვის განსხვავებული მეტოქეები არ არიან – „მილანი“, „ლივერპული“, „ლაციო“ „რეინჯერსი“ და „აიაქსი“. ახლა ევროპის ყველა ტოპ-კლუბი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ წაართვას აურელიო დე ლაურენტისის გუნდს.


პორტალ Fichajes.net-ის ცნობით, ამ დროისთვის ქართველს ხუთი ევროპული გრანდი აკვირდება: „მანჩესტერ სიტი“, „ლივერპული“, მადრიდის „რეალი“, „ატლეტიკო“ და პსჟ. აურელიო დე ლაურენტისი კი მოვლენების განვითარების ამ სცენარში თავიდანვე დარწმუნებული იყო“, – წერს იტალიური გამოცემა.



წყარო: https://1tv.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up